პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ავტომობილებიდან პირად ნივთებსა და ფულს იპარავდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული დ.გ. და 1971 წელს დაბადებული ი.პ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. სკანერის გამოყენებით ხსნიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებს, საიდანაც პირად ნივთებსა და ფულს იპარავდნენ.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული პირები დააკავა. ნაქურდალი ნივთები და ფული ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵13 სექტემბერს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში იწვიმებს - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...
1793518136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...
1793515656
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...
1793479650
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...






























