პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1963 წელს დაბადებული ზ.ზ., 1973 წელს დაბადებული ზ.წ., 1982 წელს დაბადებული რ.კ., 1988 წელს დაბადებულ რ.შ., 1967 წელს დაბადებული მ.ც., და წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული ფ.ბ., და 1972 წელს დაბადებული ნ.წ.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა - პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4, 260-ე მუხლის მე-3 და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.
1750677852
ახალი ამბებიმამუკა ხაზარაძეს სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მას ორი წლით თანამდებობის დ...
1750677782
სპორტიისტორიაში პირველად, ქართველი ქალი ძიუდოისტი IJF-ის რეიტინგის სათავეშია
25 წლის ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) რეიტინგში გალიდერდა. ლიპარტელიანმა წარმატებას მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატის მოგების წყალობით მიაღწია. ახლა, მის აქტი...
1750676330
საზოგადოებაპაპუაშვილი: გახარია და მისი გუნდი გვიმტკიცებდნენ, თითქოს მათ შეძლეს, საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო
გიორგი გახარია და მისი გუნდი გვიმტკიცებდნენ, თითქოს მათ შეძლეს საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო, აღმოჩნდა, რომ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი...
1750675768
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც აქვს თავისი ვალდებულებები გაწერილი
არანაირი სამართლებრივი საფუძველი უვიზო მიმოსვლის შეჩერების არ არსებობს. უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც აქვს თავისი უფლებები და ვალდ...
1750675712
საზოგადოება„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი: მამა თურმე სთხოვდა, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში, რადგან ცურვა არ იცოდა. კიდევ ჰქონდა იმედი ალბათ, რომ არ მოკლავდნენ
ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან მახსოვს, ასეთი სიტყვები, თუ როგორ სცემდა მამას რომან შამათავა. სადისტი, არაადამიანი და აიძულებდა, რომ რაღაც ეღიარებინა. არ ვიცი რის აღიარებას სთხოვდა, ალბათ რაღაც აბსურდი რ...