პრემიერი: ევროკავშირის ბიუროკრატიიდან კონკრეტული ადამიანები პირდაპირ საუბრობენ, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას უკრაინაში, ასეთ დროს რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კონკრეტულ ადამიანებს სურდათ და დღესაც სურთ, მეორე ფრონტი იხილონ საქართველოში

 დღეს ერთადერთი, ვინც საუბრობს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს ომი უკრაინაში, არის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, ევროპელ პოლიტიკოსებს, ისინი აკრიტიკებენ ტრამპის მიდგომას და ყველანაირად ცდილობენ, დაბრკოლებები შეუქმნან მის სამშვიდობო პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მშვიდობა უკრაინაში შეიძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე ომი, რაც პირდაპირ მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ.

„გაგახსენებთ კონკრეტულ განცხადებებსაც კი, ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, წამოცდენა დავარქვათ ამას, თუ არ ვიცი, რა დავარქვათ, რომ ახლა მშვიდობა უკრაინაში შეიძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე ომი უკრაინაშიო. ამაზე მეტი რა უნდა გვითხრას, რომ კარგად გავიაზროთ ევროპელი ბიუროკრატების დამოკიდებულება უკრაინაში ომის მიმართ. პირიქით, ეს ბიუროკრატია არის „დიფ სთეითის“ წარმომადგენლობა, ვსაუბრობ კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ პოლიტიკას ევროკავშირში, ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას უკრაინაში. ასეთ დროს რატომ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ კონკრეტულ ადამიანებს სურდათ და დღესაც სურთ, რომ იხილონ ანალოგიური პროცესები საქართველოში, ვგულისხმობ მეორე ფრონტს. პირდაპირ ხელის გულზე დევს მათი განცხადებები, პირდაპირ უქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს პრეზიდენტ ტრამპს იმ გზაზე, რასაც ჰქვია სამშვიდობო პროცესის წარმართვა,“- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742497047

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი 3:0 გაანადგურა

 უეფას ერთა ლიგის პლეიოფში საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი სტუმრად 3:0 გაანადგურა. პირველი გოლი გაიტანა გიორგი ქოჩორაშვილმა, შემდეგ კი "ჯვაროსნების" მხრიდან დუბლი გიორგი მიქაუტაძემ გაიფორ...

ნაკრები

1742491947

მსოფლიო

თეთრი სახლი: ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელს, რომელმაც ღაზაში ბრძოლა განაახლა

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზას სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას, რამაც ფაქტობრივად დაასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ჰამასთან“.ამის შე...

ზოგადი

1742489671

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანშია. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები საქართველო-სომხეთის მატჩს დაესწრებიან. ეროვნული ნაკრები 21:00 საათზე ერთა ლიგის B დივიზ...

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან

1742488066

სპორტი

სომხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

 ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგ...

ბურთიბურთი

1742485211

მსოფლიო

ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა

 უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა. როგორც ზ...

აა