puff daddy-ს სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება
რეპერი და პროდიუსერი, შონ დიდი კომბსი, (puff daddy) სასამართლოს გათავისუფლების სანაცვლოდ, უფრო "ძლიერი გირაოს" პაკეტს სთავაზობს. კომბსი სასამართლოს შინა პატიმრობაში ყოფნას სთავაზობს, დაცვის სრული მეთვალყურეობითა და მონიტორინგის უზრუნველყოფით, ასევე მას ადვოკატის გარდა სხვა ადამიანებთან კონტაქტის სრული შეზღუდვა ექნება. ამის შესახებ გამოცემა abcnews წერს.
რეპერს სასამართლომ გირაოზე უარი ერთხელ უკვე უთხრა. მოსამართლის განმარტებით, იმის საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა, რომ კომბსი საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა, ასევე ის ხელს შეუშლიდა გამოძიებას და მოწმეებს დააშინებდა. მან ასევე თქვა, რომ დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებული გირაოს პაკეტი „არასაკმარისი“ იყო.
ადვოკატების განცხადებით, ახალმა შემოთავაზებულმა ზომებმა უნდა დაარწმუნოს სასამართლო, რომ ის არ შეაფერხებს მოწმეებს და საფრთხეს არ შეუქმნის სხვებს.
P Diddy-ს ბრალი ედება „კრიმინალური დაჯგუფების“ შექმნაში, გაუპატიურებაში, პროსტიტუციის ხელშეწყობაში, ნარკოტიკების გასაღებაში, ძალდატანებით შრომაში, გატაცებებში, ხანძრებში, ფიზიკურ, ემოციურ და ვერბალურ ძალადობაში, გამოძალვასა და არასრულწლოვნების ექსპლუატაციასა და ძალადობაში.
იგი ბრალს არ აღიარებს და კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს.
1731426971
სოციალური მედია„ანდრიას ნათლობა“ – გიორგი ძოწენიძე შვილის ნათლობიდან ახალ კადრებს გვიზიარებს
„ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე მამა უკვე მეორედ გახდა – მას და მის მეუღლეს მია მაჩაბელს ბიჭი შეეძინათ. ახალშობილს ანდრია დაარქვეს. წყვილმა შვილი უკვე მონათლა და ახალ კადრებს ნათლობიდან, სოციალურ ქსელ...
1731422516
სპორტისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვილი სანიოლს ახალი კონტრაქტი გაუფორმა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად, ფრანგი სპეციალისტი საქართ...
1731421442
საზოგადოებაპარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს - ცესკოს პასუხი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიების „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და ცესკოს მიმართავენ, რომ...
1731419150
ახალი ამბებითბილისში ორი სტუდენტის ცხედარი იპოვეს
თბილისის ცენტრში ორი სტუდენტი გარდაცვლილი ნახეს. ცხედრები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაშია აღმოჩენილი. გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდების სამძებრო ოპერაცია პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რ...
1731417299
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7329 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7288 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...