12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეცადეთ, ცოტა უფრო პრაქტიკული გახდეთ და საკუთარი მიღწევები უფრო პრაგმატული თვალსაზრისით შეაფასოთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ისეთ სფეროებს, როგორიცაა სამუშაო, სპორტი, ბიზნესი, მშობლის მოვალეობა და შემოქმედება. ნუ იჩქარებთ ახალი გეგმების შედგენას და იმ იდეების თუ ადამიანების მიტოვებას, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ერთგულად გემსახურებოდნენ.
კურო
ამ დღეს მოთმინების უნარი ძალიან გამოგადგებათ, რათა უკანასკნელი ძალები შეუძლებლის მიღწევის მცდელობას არ დაახარჯოთ. გირჩევთ, მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ - რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ეცოდინება თქვენი გეგმების შესახებ, მით უკეთესია. ეს დღე ხელსაყრელია ფინანსური და ქონებრივი დავების მოსაგვარებლად.
ტყუპები
ნუ კარგავთ დროს იმაზე ფიქრზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. თუ საკუთარ თავში იპოვით ძალას, რომ ახალ გარემოებებს შეეგუოთ, შეამჩნევთ, რომ სუნთქვა გაგიადვილდებათ. ეცადეთ, ეჭვები თავიდან მოიცილოთ. რაც უფრო ადრე დარწმუნდებით, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ, სასურველ შედეგს მით უფრო მალე მიაღწევთ.
კირჩხიბი
იჩქარეთ - ეს დღე იდეალურია ახალ საქმის წარმატებით დასრულებისთვის. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ენერგიული და მიზანდასახული იქნებით, მით უკეთესი იქნება შედეგი. დამხმარეები არ გჭირდებათ - აზარტი გეხმარებათ, რომ პრობლემებს მარტო გაუმკლავდეთ, სირთულეები კი ახალი მიღწევებისკენ გიბიძგებთ. ეს დღე შესაფერისია რომანტიკული პაემნებისთვის, შეგიძლიათ პირად ურთიერთობებში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ.
ლომი
წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა სიმშვიდის შენარჩუნებას ისწავლით. ეს კი თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს ყოველთვის უჭირთ. ყურადღება მიაქციეთ, რას და როდის ამბობთ. ყველა აზრის გახმოვანება, რომელიც თავში მოგივათ, არ ღირს. მოსალოდნელია კონფლიქტი კოლეგებთან. შეეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიღოთ ის, რასაც შურიანი და არაკეთილსინდისიერი ადამიანები თქვენზე ამბობენ.
ქალწული
დღის დასაწყისი ხელსაყრელი დროა სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად. მოლაპარაკება თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, მაგრამ შუა დღის განმავლობაში სურათი შეიცვლება და ნეგატიური ტენდენციები გაძლიერდება. ამ დროს შეიძლება ახლობლებთან სერიოზული უთანხმოება წარმოიშვას ან ისეთი საკითხის მოგვარება მოგიწიოთ, რომელიც მნიშვნელოვნად არ გეჩვენებათ.
სასწორი
ეს დღე იმაზე რთული იქნება, ვიდრე ელოდით. საქმე ისაა, რომ არჩეული გზა შედეგამდე არ მიგიყვანთ. როგორც კი გადაუხვევთ, შეამჩნევთ, რომ სიტუაცია ყოველ საათში უკეთესობისკენ იცვლება. ეს არის თანამოაზრეებთან გაერთიანების და საერთო მიზნის მისაღწევად ნაყოფიერი თანამშრომლობის გზა. ნუ ეცდებით პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავებას, უმჯობესია კარგი ასისტენტი მოძებნოთ.
მორიელი
ამ დღეს საკუთარ თვალებსაც არ უნდა დაუჯეროთ - ან გატყუებენ, ან ვარდისფერი სათვალე ყველაფერს ფარავს. ფაქტია, რომ რეალობას ვერ ხედავთ, ამიტომ ყველაფერი უნდა გადაამოწმოთ და მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამიანს ენდოთ, რომელიც უკვე არაერთხელ დაგეხმარათ. განსაკუთრებული სიფრთხილე ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეში უნდა გამოიჩინოთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/12-noembris-astrologiuri-prognozi-4494
1731511686
ჰოროსკოპი„მოსალოდნელია რევოლუციური ცვლილებები – დაძაბულობა, პროტესტები და კონფლიქტები საზოგადოებაში“ - რამაზ გიგაური 16 ნოემბრის სავსემთვარეობაზე
ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და 16 ნოემბრის სავსემთვარეობის შესახებ წერს. იგი საზოგადოებას რჩევებს უზიარებს და ამ დღის საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. „16 ნოემბერს,...
1731508471
სოციალური მედია„ადამიანობა, სიკეთე, სიყვარული, ერთგულება არასოდეს იკარგება!“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე შარვაძე
მსახიობი სალომე შარვაძე, რომელიც საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და შეიყვარა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერად მსახიობმა „ფეისბუკზე“ ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და სამყ...
1731506099
მსოფლიოერაყში კანონი განიხილება, რომელიც კაცებს 9 წლის ასაკიდან გოგოებზე დაქორწინების შესაძლებლობას მისცემს
ერაყში, გოგონებისთვის ქორწინების ასაკის 18 წლიდან 9 წლამდე შემცირება იგეგმება, რის შემდეგაც კაცებს მცირეწლოვნებზე დაქორწინების შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნულის შესახებ nypost-ი წერს. შემოთავაზებული სა...
1731505280
საზოგადოება„საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს აჩვენა, რომ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია“ - იური ჯორკაეფი
თბილისში სამუშაო ვიზიტით ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, ასევე, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი იმყოფება. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და საქართველოს ნაკრების პ...
1731503389
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7374 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7329 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...