„ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ, ჯანმრთელობა არამდგრადია, ენერგოტონუსიც დაბალი“ - როგორი კვირა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს

„წინ საკმაოდ რთული კვირა გვაქვს. 20 ნოემბრამდე არის ურთულესი პერიოდი, რადგან დედამიწა ზე-უარყოფით ენერგოველში გადადის, რაც ნიშნავს იმას, რომ დაიძაბება ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა. გაღიზიანება, კონფლიქტურობა, ტრავმულ-ავარიული სიტუაცია იმატებს. იყავით ყურადღებით, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ამინდიც ცვალებადია, ამიტომ ტენდენციებს, წყალქვეშ დინებებს ყურადღება უნდა მიაქციოთ“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება👇 

ვერძი - ენერგოტონუსი დაბალია, ნუ გადაიღლებით და დაასვენეთ თავი, გამოიძინეთ. ფრთხილად იყავით ფინანსებთან, რადგან დანაკარგების ტენდენცია ძალიან მაღალია. ეცადეთ, მოერიდოთ ინვესტიციებს და კაპიტალდაბანდებებს.

კურო - არ უჩივით ენერგოტონუსს, ჯანმრთელობაც მდგრადია, მაგრამ წყალქვეშა დინებებს უნდა მიაღწიოთ ყურადღება. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ ფსიქოემოციური გაღიზიანება მოგემატებათ. აკონტროლეთ ემოციები, სიჯიუტე.

ტყუპები - გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ამიტომ იყავით ყურადღებით. თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, არ მიხვიდეთ ექიმთან, თუ მაინც და მაინც, გადაამოწმეთ დიაგნოზი. მაქსიმალური დიპლომატიურობა და თავდაჭერა გმართებთ. ნუ გააღიზიანებთ კოლეგებს.

კირჩხიბი - ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხართ, ენერგოტონუსი, შარმი, მიზიდულობა გაქვთ მაღალი. ინტუიცია მზარდია, რაც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, რადგან ამბიცია მოიმატებს. ხდებით სარკასტული, ძალიან პირდაპირი, რაც საპასუხო რეაქციებს გამოიწვევს.

ლომი - ენერგოტონუსი გაქვთ დაბალი, ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები  მოქმედებს თქვენს საწინააღმდეგოდ. აღმოჩნდებით კრიტიკული ზეგავლენის ქვეშ, რაც გაგაღიზიანებთ. გაგიფუჭდებათ სანტექნიკა, ელექტრობა, რასაც ფინანსები დასჭირდება. არანაირი მემკვიდრეობითი საკითხი არ გადაწყვიტოთ.

ქალწული  - ენერგოტონუსი კარგია, მაგრამ ხდებით სარკასტული, გესლიანი, პირდაპირი და ჯიუტი. „ფეიკების“ ალბათობა გაქვთ მაღალი. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ, მაქსიმალური ყურადღება მგზავრობა-მოგზაურობის მიმართულებით გმართებთ.

სასწორი - ენერგოტონუსი დაბალი, ჯანმრთელობა არამდგრადია. გაუფრთხილდით ემოციას, არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ ფულთან. არავითარი მსხვილი საყიდლები, კაპიტალ დაბანდება. გასავალი არ გქონდეთ უფრო მეტი, ვიდრე შემოსავალი.

მორიელი - ყველაზე აქტიური, წარმატებული, შარმიანი და მიმზიდველი ხართ, მაგრამ თქვენი ნეგატიური თვისებები ძლიერდება. გახდებით სარკასტული, გაღიზიანებული, პირდაპირი, ულმობელი, დიქტატორი, ეჭვები ღრღნის თქვენს გონებას, რაც პრობლემებს შეგიქმნით. განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში შეგიშლით ხელს ეს ყველაფერი.

მშვილდოსანი - ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ. ჯანმრთელობა არამდგრადია, ენერგოტონუსიც დაბალია, ფარული მტრები, ჭორები აქტიურად მოქმედებს თქვენს საწინააღმდეგოდ, ამიტომ ახალი არაფერი დაიწყოთ, დაასრულეთ ძველი საქმეები. არ ისაუბროთ ზედმეტი.

თხის რქა -  ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია. ყურადღებაა საჭირო შვილებთან, მეტი სითბო, ტაქტი, ყურადღება გამოიჩინეთ. ნურავის ენდობით, ფეიკების ალბათობა მაღალი გაქვთ.

მერწყული - ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რადგან შეიძლება ურთიერთობა დაიძაბოს. მატულობს თქვენში სიჯიუტე, არავითარი ზედმეტი ფულის ხარჯვა.

თევზები - აქტიური, ენერგიული და წარმატებული ხართ, მგზავრობა-მოგზაურობა, სწავლა იქნება ძალიან კარგი. ავტორიტეტს გაზრდით, მაგრამ საჭიროა ყველაფერში გქონდეთ დისტანცია. საეჭვო სიტუაციებში ნუ ჩაერევით. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1731508471

სოციალური მედია

„ადამიანობა, სიკეთე, სიყვარული, ერთგულება არასოდეს იკარგება!“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე შარვაძე

მსახიობი სალომე შარვაძე, რომელიც საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და შეიყვარა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერად მსახიობმა „ფეისბუკზე“ ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და სამყ...

სალომე შარვაძე

1731506099

მსოფლიო

ერაყში კანონი განიხილება, რომელიც კაცებს 9 წლის ასაკიდან გოგოებზე დაქორწინების შესაძლებლობას მისცემს

ერაყში, გოგონებისთვის ქორწინების ასაკის 18 წლიდან 9 წლამდე შემცირება იგეგმება, რის შემდეგაც კაცებს მცირეწლოვნებზე დაქორწინების შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნულის შესახებ nypost-ი წერს. შემოთავაზებული სა...

ქორწილი გოგოების

1731505280

საზოგადოება

„საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს აჩვენა, რომ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია“ - იური ჯორკაეფი

თბილისში სამუშაო ვიზიტით ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, ასევე, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი იმყოფება. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და საქართველოს ნაკრების პ...

იური ჯორკაეფი

1731503389

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7374 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7329 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ზოგადი

1731500101

საზოგადოება

ცესკო: საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას, რომელიც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან დაუ...

ცესკო