პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს - ცესკოს პასუხი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიების „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და ცესკოს მიმართავენ, რომ პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობა არ გასცეს.
როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს:
„საარჩევნო კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა ზედმიწევნით იციან, რომ კანონმდებლობით ეს შეუძლებელია, მათ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც არჩევნების შეფასებისას, მანიპულაციის გზა აირჩიეს, რითაც, სავარაუდოდ, ცესკოზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობენ.
საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა სხვა შემთხვევის მსგავსად, ამ საკითხთან მიმართებაშიც ზედმიწევნით დაიცავს კანონს.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით კი განვმარტავთ, რომ საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ.
ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1731511686
ჰოროსკოპი„მოსალოდნელია რევოლუციური ცვლილებები – დაძაბულობა, პროტესტები და კონფლიქტები საზოგადოებაში“ - რამაზ გიგაური 16 ნოემბრის სავსემთვარეობაზე
ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და 16 ნოემბრის სავსემთვარეობის შესახებ წერს. იგი საზოგადოებას რჩევებს უზიარებს და ამ დღის საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. „16 ნოემბერს,...
1731508471
სოციალური მედია„ადამიანობა, სიკეთე, სიყვარული, ერთგულება არასოდეს იკარგება!“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე შარვაძე
მსახიობი სალომე შარვაძე, რომელიც საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და შეიყვარა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერად მსახიობმა „ფეისბუკზე“ ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და სამყ...
1731506099
მსოფლიოერაყში კანონი განიხილება, რომელიც კაცებს 9 წლის ასაკიდან გოგოებზე დაქორწინების შესაძლებლობას მისცემს
ერაყში, გოგონებისთვის ქორწინების ასაკის 18 წლიდან 9 წლამდე შემცირება იგეგმება, რის შემდეგაც კაცებს მცირეწლოვნებზე დაქორწინების შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნულის შესახებ nypost-ი წერს. შემოთავაზებული სა...
1731505280
საზოგადოება„საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს აჩვენა, რომ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია“ - იური ჯორკაეფი
თბილისში სამუშაო ვიზიტით ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, ასევე, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი იმყოფება. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და საქართველოს ნაკრების პ...
1731503389
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7374 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7329 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...