ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის საქართველო დღეს, 7 იანვარსქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს.
სახარების მიხედვით, იესო ბეთლემში, ნათლით გაბრწყინებულ გამოქვაბულში იშვა, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ. ქალწულმა მარიამმა სასწაულებრივად, უმტკივნეულოდ შვა ძე, ხელში აიყვანა, შეახვია წინასწარ მომზადებულ სელის ჩვრებში და ჩააწვინა ბაგაში, საიდანაც პირუტყვი იკვებებოდა.
მართლმადიდებლების რწმენით, შობის ღამეს, მთელს სამყაროში, დიადი სასწაულები მოხდა. მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა; მისგან შორს, რომში კი მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია; წარმართული ტაძარი, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, დაინგრა, მასში მდებარე კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა; ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა; ისრაელში, მიუხედავად ზამთრისა, ვაზი აყვავდა. ხოლო ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ და სახარებაშიც არის აღწერილი:
გამოქვაბულის მოპირდაპირედ, რომელშიც მაცხოვარი იშვა, მაღალი კოშკი იდგა. კოშკში მწყემსები ცხოვრობდნენ. სამ მათგანს იმ ღამეს არ ეძინა, ვინაიდან ფარას მწყემსავდნენ. სწორედ მათ გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი ზეციური ბრწყინვალებით. მის დანახვაზე მწყემსები ძალიან შეშინდნენ, მაგრამ გაბრიელმა უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ! მე გახარებთ თქვენ უდიდეს სიხარულზე, რომელიც იქნება ყოველი ადამიანისთვის: რამეთუ დავითის ქალაქში მხსნელი იშვა, რომელიც არის უფალი ქრისტე". ამ სიტყვებით მთავარანგელოზმა მესიის ჭეშმარიტ დანიშნულებაზე მიანიშნა, რომელიც არა მარტო ებრაელთათვის მოვიდა, არამედ ყველა ხალხისთვის, რამეთუ სიხარული იქნება ყველასათვის, ვინც მას მიიღებს, როგორც მხსნელს. გაბრიელმა ისიც უთხრა მწყემსებს, თუ სად იპოვიდნენ ახალშობილ ყრმას.
იმ დროს, როცა გაბრიელმა ამის შესახებ მწყემსებს აუწყა, ზეციდან მრავალი ანგელოზის გალობის ხმა მოისმა, რომლებიც ასე ადიდებდნენ ღმერთს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
შობის ტრადიციები
შობის დღესასწაულზე მორწმუნეები 40-დღიან მარხვას ასრულებენ, რომელსაც 28 ნოემბრიდან იწყებენ.
შობის ღამეს ფანჯრებთან ტრადიციულად სანთლები ინთება - ეს, მიპატიჟება და ნიშანია იმისა, რომ ჩვენ სახლის და გურის კარს ვხსნით, რომ იქ მესია დაიბადოს. აღნიშნული ტრადიცია საქართველოში პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა.
ამასთან, დღესასწაულს საშობაო ალილოთი ეგებებიან. ამ დროს გროვდება შემოწირულობები, რომელთაც შემდეგ გაჭირვებულებს და ქვრივ-ობლებს ურიგებენ.
რატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს?
მართლმადიდებელი სამყაროსთან დიდი ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
VI საუკუნემდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო, მაგრამ წლების შემდეგ საჭირო გახდა ახალი კალენდრის შემოღება, იმიტომ რომ ყოველ 128 წელიწადში ერთხელ ერთი დღე-ღამის ცდომილება იყო.
1582 წელს, რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ იულიუსის კალენდარი გრიგორიანული კალენდრით შეცვალა.
მართლმადიდებლურ ქვეყნებში, სადაც ეკლესიებმა კალენდრული რეფორმა წარმატებით ჩაატარეს, შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამ დღეს შობას ზეიმობენ არამხოლოდ კათოლიკეები და პროტესტანტები, არამედ საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, სირიის, ლიბანის და ეგვიპტის მართლმადიდებელი ეკლესიებიც. წელს პირველად, შობა 25 დეკემბერს აღინიშნა უკრაინაშიც.
ხოლო საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმის, სერბეთის და ათონის მართმადიდებლები კი ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ. საქართველოს ეკლესია მიიჩნევს, რომ შობა, ისევე როგორც სხვა ყველა საეკლესიო დღესასწაული ძველი კალენდრით უნდა აღინიშნოს. რაც შეეხება ახალ წელს, ის, როგორც საერო დღესასწაული, ახალი სტილით, 1 იანვარს აღინიშნება.
1736244270
სოციალური მედია„ის რაც ჩვენთვის სამშობლოა - კოლექტიური დასავლეთისთვის ტერიტორიაა - რუსეთის წინააღმდეგ!“ - რას წერს ნუკა არველაძე
ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა და საკუთარი ანალიზი სოციალური ქსელის გამომწერებს გაუზიარა. მისი თქმით, ევროკავშირს საქართველო არ...
1736237198
საზოგადოება„ძირითადად ვრცელდება სასუნთქი წვეთებით, სიმპტომები ხშირად წააგავს გაციებას ან გრიპს, რაც ართულებს დიაგნოზის დასმას“ - გიორგი ფხაკაძე HMPV-ზე
პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და...
1736232674
ჰოროსკოპი„საქართველოში პოლიტიკოსის შვილს გაიტაცებენ, ან იქნება მისი სიკვდილი... ბანკზე თავდასხმა იქნება, ჩამოვარდება ვერტმფრენი“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება
საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთა...
1736229155
საზოგადოებაროგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
7 იანვარს ქვეყნის მასშტაბით მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით აიწევს. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +14 - უმეტესად მზიანი სოხუმი +14 - უმეტესად მზიან...
1736226882
საზოგადოებარატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს და ტრადიციები, რომელიც შობის დღესასწაულს უკავშირდება
ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. VI საუკუნემდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო, მაგრა...