ქართველი დიპლომატები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

საქართველოს დიპლომატები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ.
"ევროკავშირს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეუთოს და მათ საპარლამენტო ორგანოებს; ევროკავშირის, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეუთოს წევრი-სახელმწიფოების მთავრობებს; საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს
ჩვენ, ყოფილი ქართველი დიპლომატები, ამ წერილით უკიდურესად საგანგაშო საკითხზე მოგმართავთ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესების ფონზე, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ჩატარებული ანალიზებისა და კვლევის შედეგები, რაც ავლენს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, წამებასა და მძიმე ლითონით მოწამვლას.
"მისი მდგომარეობა საგანგაშოა. აშკარაა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არასათანადოდ მოეპყრნენ და აწამეს", - განაცხადა მედიცინის დოქტორმა, 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა მედიცინაში, ექიმმა ჯეიმს კობიმ. "მის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება, თუ არ გადაიყვანენ დასავლეთის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც იგი სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო მკურნალობას მიიღებს", - დასძინა ექიმმა კობიმ.
მას შემდეგ, რაც 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს, პრეზიდენტ სააკაშვილის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ახლა მას აქვს პატიმრობით გამოწვეული ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც განუხრელად აუარესებს მის მდგომარეობას. ამასთან, მედიკოსთა ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოაჩინა დარიშხანისა და მძიმე ლითონების, მათ შორის ვერცხლისწყლის კვალი. ამიტომ ექსპერტები მკაცრ რეკომენდაციას უწევენ მის სასწრაფო გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში შეერთებულ შტატებში ან დასავლეთ ევროპაში.
"პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცა სულ მცირე 14 სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატი, რომელთაგან ზოგიერთს არ აქვს ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს ავტორიზაცია", - განაცხადა მედიცინის დოქტორმა, შეერთებული შტატების წამყვანმა ტოქსიკოლოგმა დევიდ ე. სმიტმა. "ამ პრეპარატების მომაკვდინებელმა კომბინაციამ გამოიწვია ტვინის დისფუნქცია, მათ შორის, თეთრი ნივთიერების ატროფია პრეფრონტალურ კორტექსში, რომელიც პასუხისმგებელია თავის ტვინის მაკონტროლებელ ფუნქციაზე, და გაზარდა ავადობის და სიკვდილიანობის რისკი. ამიტომ აუცილებელია ამ წამლებისგან დაუყოვნებელივი დეტოქსიკაცია", - დასძინა დოქტორ სმიტმა.
2 დეკემბერს, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზებისა და კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატთა გუნდმა, მათ შორის, მასიმო ფ. დ'ანჯელომ, ამერიკული საადვოკატო კომპანია „აკერმანის“ ადვოკატმა საქართველოს სასამართლოს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის გადავადებისა და საქართველოდან უცხოეთში სასწრაფოდ გადაყვანის მოთხოვნით.
პრეზიდენტ სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის ნების დართვა იქნება პირველი ნაბიჯი, რაც ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური ჩარევის შიშისგან თავისუფალი, დასავლური სტანდარტის კვლევების ჩატარებისა და მკურნალობის საშუალებას მისცემს. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციით დადგინდა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი რეჟიმის პოლიტპატიმარია. ის უნდა გათავისუფლდეს. როდესაც საქართველო ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ცდილობს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ევროპის მთელი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, მოვლენათა დღევანდელი განვითარება აბსოლუტურად მიუღებელია.
ჩვენ, ყოფილ ქართველ დიპლომატებს, გვსურს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მივიპყროთ და მოვუწოდებთ შესაბამის მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დღევანდელ მდგომარეობაზე რაც შეიძლება მკაცრი რეაგირება მოახდინონ", - აღნიშნულია წერილში.
მიმართვას ხელს აწერენ: გიორგი ბადრიძე; დავით ბაქრაძე; გელა ბეჟუაშვილი; კონსტანტინე გაბაშვილი; მამუკა გამყრელიძე; პაატა გაფრინდაშვილი; გიგი გიგიაძე; თორნიკე გორდაძე; ნიკოლოზ ვაშაკიძე; გრიგოლ ვაშაძე; თემურ იაკობაშვილი; სერგი კაპანაძე; ზურაბ კვაჭაძე; გიორგი კუბლაშვილი; ტარიელ ლებანიძე; ალექსანდრე ლომაია; ეკატერინა-მაირინგ მიქაძე; გრიგოლ მგალობლიშვილი; ლევან მეტრეველი; ნინო ნაკაშიძე; ალექსი პეტრიაშვილი; მამუკა ჟღენტი; სალომე სამადაშვილი; დავით სიხარულიძე; ბათუ ქუთელია; შოთა ღვინერია; ვალერი ჩეჩელაშვილი; ზურაბ ჭიაბერაშვილი; გია ჯაფარიძე; ნათია ჯაფარიძე.
ასევე საინტერესოა:
🔵 რა გელოდება დღეს? - 6 დეკემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1745254584
საზოგადოებათეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა
უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას. „უმთავრე...
1745254500
საზოგადოებაარქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე
საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ...
1745254131
ახალი ამბებითეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე
უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე - განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მ...
1745250119
მსოფლიოპუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ი...
1745247202
ახალი ამბებიქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი...