ქართველმა მაშველებმა თურქეთში სამაშველო ოპერაციის დროს სამი მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.
ინტენსიური და რთული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ქართველი მეხანძრე -მაშველების მიერ ნანგრევებში მოყოლილი სამი ადამიანია გადარჩენილი, მათ შორის ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა.
ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს.
შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა ნანგრევებში მოყოლილი ცოცხალი მოქალაქეების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება.
ამასთანავე, ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან მუდმივ კოორდინაციაში.
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართული სამაშველო ჯგუფი საქართველოს პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება.
ასევე საინტერესოა:
🔵 სირიაში, ნანგრევების ქვეშ დაბადებული ბავშვის შვილად აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა
🔵 რა გელოდებათ დღეს? - 10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1739713419
ახალი ამბები„შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად“ - მეუფე შიო
„შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ ღმერთის გარეშე იღუპება...“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენ...
1739711949
მსოფლიოსაბერძნეთის 4 კუნძულზე ისევ საგანგებო მდგომარეობაა
ეგეოსის ზღვაში უწყვეტი სეისმური აქტივობის გამო, საბერძნეთის 4 კუნძულზე სასწავლო პროცესი კიდევ ერთი კვირის განმავლობაში შეჩერებული იქნება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. საბერძნეთის პრემიერ-მინის...
1739708239
ახალი ამბებირკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა ინდოეთში მოხდა
ინდოეთში, ნიუ-დელის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, რკინიგზის სადგურზე ორი მატარებელი დაგვიანებით მივიდა...
1739704435
ახალი ამბები„ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება, პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ“ - მამუკა მდინარაძე
„ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ თანავუგრძნოთ, ვანუგეშოთ - თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია“, - წერს „ქართული ოცნების" აღმასრულებელი...
1739701781
მსოფლიოთეთრი სახლის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი სამსახურიდან ათავისუფლებს აიტი სპეციალისტებს, რომლებიც ფედერალურ აიტი დეპარტამენტში ჯერ კიდევ ობამას პრეზიდენტობის პერიოდიდან მუშაობენ
თეთრი სახლის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი სამსახურიდან აიტი სპეციალისტებს ათავისუფლებს, რომლებიც ფედერალურ აიტი დეპარტამენტში ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდიდან მუშაობენ. ინფორმაცია...