როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი? - სინოპტიკოსების პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი.

ქ. თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი):უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +10 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი -5, -8 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -9, -12 გრადუსამდე დაეცემა.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 2 დეკემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი შესაძლოა -4, -6გრადუსამდე დაეცეს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6, -10 გრადუსამდე დაეცემა.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -4, +1გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -8, -13გრადუსამდე დაეცემა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794562638

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: კარგია, რომ მოქალაქეები უსმენენ სასამართლოში „ნაცმოძრაობის“ სამარცხვინო განცხადებებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილს პარტიაში არანაირი გავლენა არ ჰქონდა

„ძალიან კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები საჯაროდ გადაიცემა და მოქალაქეები უსმენენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო განცხადებებს, თითქოს ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი „ნაცებს“ არ წარმო...

ლევან მაჭავარიანი

1794560904

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვიდრე პაველ ჰერჩინკი მკაფიოდ არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს, იქამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი და მოძალადეების ხელის დამფარებელი

„ვიდრე პაველ ჰერჩინკის განცხადებიდან იმ სიტყვებს არ მოვისმენთ, რომ გმობს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, იქამდე ამ შტურმის მხარდამჭერი, მიმჩქმალავი და მოძალადეების ხელის დამფარებელი რჩება“,...

შალვა პაპუაშვილი

1794560135

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მოლაპარაკების მაგიდასთან თუკი ვინმეს აქვს ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრის უფლება, არის სწორედ უკრაინა, მან სისხლით დაიმსახურა ეს უფლება

„ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირი დღემდე არ იჯდა, ეს არის სრულად ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის დამსახურება და ქალბატონ კალასს ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი“, - განაცხადა საქართ...

შალვა პაპუაშვილი

1794560018

მსოფლიო

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარზე თავდასხმა განახორციელეს

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ მან ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარი დაბომბა, რაც სექტემბრის დასაწყისიდან სპარსეთის ყურის ქვეყანაში ამერიკულ სამხედრო ობიექტზე თა...

თავდასხმა თავდასხმა

1794559544

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი

„საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაკავშირებადობაზე საუბრისას მედიასთან....

შალვა პაპუაშვილი