რუმინეთში მაისში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

რუმინეთში მაისში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. პირველი ტური 4 მაისს ჩატარდება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - მეორე ტური 18 მაისს გაიმართება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

განმეორებითი არჩევნების ჩატარების თარიღი რუმინეთის მმართველმა კოალიციამ დანიშნა. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი მემკვიდრის ვინაობის გარკვევამდე უფლებამოსილებას შეასრულებს.

კოალიციურ მთავრობაში შემავალმა სამმა პარტიამ დაადასტურა, რომ ერთიანი კანდიდატის, კრინ ანტონესკუს კანდიდატურას მხარს დაუჭერს. მმართველი კოალიცია ცდილობს საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატის გამარჯვება არ დაუშვას.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კელინ ჯორჯესკუ. მისი მონაწილეობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს. შესაძლოა, ჯორჯესკუს დისკვალიფიკაცია მოხდეს, თუ მისი საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საკითხი დადასტურდა.

გასული წლის დეკემბრის დასაწყისში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა. არჩევნების პირველ ტურში კელინ ჯორჯესკუმ მოულოდნელად 23% მიიღო და მეორე ტურში გადავიდა.

რაც შეეხება რუმინეთის პრემიერ-მინისტრს მარჩელ ჩოლაკუს, რომელიც ასევე პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა, ის მესამე ადგილზე გავიდა და მეორე ტურში ვერ მოხვდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736433968

ახალი ამბები

19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა

ჩეჩნეთის ქალაქ არღუნის მკვიდრი, 19 წლის ვისხან ტაზურკაევი გატაცების და წამების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. გამოცემა Niyso-ს ცნობით, ვისხან ტაზურკაევი სამს...

19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა

1736432411

მსოფლიო

პუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მ...

სვინია

1736431163

ახალი ამბები

„ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს“ - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან...

პაპუაშვილი

1736428594

მსოფლიო

„ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ხალხის დაშლას“ - რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და სურთ მშვიდობა რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლების პოლიტი...

ვბბ

1736428384

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8367 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8395 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი