სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ბ.ც. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომობილის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 35 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1742497047
სპორტისაქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი 3:0 გაანადგურა
უეფას ერთა ლიგის პლეიოფში საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი სტუმრად 3:0 გაანადგურა. პირველი გოლი გაიტანა გიორგი ქოჩორაშვილმა, შემდეგ კი "ჯვაროსნების" მხრიდან დუბლი გიორგი მიქაუტაძემ გაიფორ...
1742491947
მსოფლიოთეთრი სახლი: ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელს, რომელმაც ღაზაში ბრძოლა განაახლა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზას სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას, რამაც ფაქტობრივად დაასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ჰამასთან“.ამის შე...
1742489671
საზოგადოებაირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანშია. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები საქართველო-სომხეთის მატჩს დაესწრებიან. ეროვნული ნაკრები 21:00 საათზე ერთა ლიგის B დივიზ...
1742488066
სპორტისომხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგ...
1742485211
მსოფლიოზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა. როგორც ზ...