საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგიონების სკოლებში განხორციელებული ფინანსური განათლების პროექტები შეაჯამა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც რეგიონების სკოლებში ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შედეგები და მრავალწლიანი გამოცდილება შეაჯამა.

ღონისძიებაზე „ფინედუს“ კიდევ ერთი ახალი პროექტის „ფინანსური განათლების ავტობუსის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო, საფინანსო და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფინანსური განათლების მასწავლებლები.

„ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვინაიდან სწორედ ფინანსურად განათლებული ადამიანი არის ჯანსაღი საფინანსო სისტემისა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი. გასულ წლებში ეროვნულმა ბანკმა, პარტნიორებთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რეგიონებში ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით და ამ მიმართულებით მუშაობას სამომავლოდაც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

ღონისძიების ფარგლებში შეჯამდა „ფინედუს“ ინიციატივით განხორციელებული რეგიონული საგანმანათლებლო პროექტების შედეგები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების წარმომადგენლების მონაწილეობით კი პანელური დისკუსია „ერთი შეხვედრიდან ახალ შესაძლებლობებამდე“ გაიმართა.

წლების განმავლობაში „ფინედუს“ მიერ განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგად მნიშვნელოვანი მიღწევები დაფიქსირდა.

სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ პროექტის - „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 200-ზე მეტ კლასში ჩატარდა ფინანსური განათლების შესახებ გაკვეთილი, რომელმაც ჯამურად 33 ათასამდე მოსწავლე მოიცვა.

პროექტმა „სტუმრად ეროვნულ ბანკში“ 85-ზე მეტი სკოლა და 2 200-ზე მეტი მოსწავლე მოიცვა, ფინანსური განათლების შესახებ სხვადასხვა წლებში გამართულ კონკურსებში 6 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ფინანსური განათლების ინოვაციურ სპექტაკლს კი 1 500-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც „ფინედუმ“ რამდენიმე წლის წინ ჩაუყარა საფუძველი მასწავლებლების გაძლიერება და ჩართულობაა. ინიციატივა მასწავლებლებისთვის ტრენინგებს გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 1 300-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა ახალი პროექტის - „ფინანსური განათლების ავტობუსი“ პრეზენტაცია, რომელიც რეგიონების სკოლებში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა“ და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინიციატივის მხარდამჭერები არიან: „სილქ ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ბაზისბანკი“, მიკრობანკი „კრისტალი“ და მასტერქარდ საქართველოს წარმომადგენლობა.

მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების, რეგიონებისთვის თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნისა და ამ მიმართულებით საჯარო, საგანმანათლებლო და საფინანსო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793526713

ახალი ამბები

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...

სუსისუსი

1793523531

მსოფლიო

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

1793520579

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...

ნარკოტიკი ნარკოტიკი

1793518136

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ

ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...

შალვა პაპუაშვილი

1793515656

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...

დაკავება და ბორკილები