„შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად“ - მეუფე შიო

„შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ ღმერთის გარეშე იღუპება...“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირა.

წმინდა ეკლესია აგრძელებს ჩვენს მომზადებას დიდი მარხვისთვის. ამიტომ დღეს გვიკითხავს იგავს სახარებიდან უძღები შვილის შესახებ, თუ როგორ მიდის იგი მამის სახლიდან, როგორ ცხოვრობს შორეულ ქვეყანაში არაწმინდებით, როგორ გაფლანგა ყველაფერი და ისეთ სიღატაკემდე მივიდა, რომ ღორების საჭმელიც კი სანატრებელი გაუხდა. და აი, ერთხელაც იგი გონს მოვიდა, გაახსენდა მამის სახლი, მამამისი და თქვა: ,,მამაჩემს იმდენი მოჯამაგირე ჰყავს, პურიც თავზე საყრელად აქვთ, მე კიდევ აქ შიმშილით ვკვდები. ავდგები და წავალ მამასთან და ვეტყვი მას: მამა, შეგცოდე შენ, შემინდე, აღარ ვარ ღირსი, რომ შენი შვილი მეწოდოს და მიმიღე, როგორც ერთ-ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი".

თქვენ იცით, რომ აქ მამაში იგულისხმება ღმერთი, უძღებ შვილში კი - ყველა, ვინც შორდება ღმერთს, ვინც არ ზრუნავს უფლის მცნებების დაცვაზე და ვინც ფიქრობს, რომ ღმერთისგან დამოუკიდებლად, უღმერთოდ შეძლებს თავისი ცხოვრების წარმართვას და წარმატების მიღწევას.

რამ მოიყვანა გონს ეს უძღები შვილი? - შიმშილმა და გაჭირვებამ. ის ამბობს, რომ ვკვდები შიმშილითო, მაგრამ ამ სიტყვებში არ იგულისხმება, ძვირფასო ძმებო და დებო, მხოლოდ ფიზიკური შიმშილი, არამედ - სულიერი შიმშილიც, რადგან, პირველ რიგში, სწორედ სულიერი შიმშილი უბიძგებს ადამიანს სინანულისკენ და თუ ადამიანში ჯერ კიდევ არ არის სრულად დაბნელებული ვნებებისგან, ცოდვებისგან ღვთის ხატება, მას არ შეუძლია, ღორივით იკვებოს სალაფავით.

ანუ რას ნიშნავს ეს? - რომ მას არ შეუძლია დანაყრდეს ამსოფლიური, მიწიური და წარმავალი ხორციელი სიამეებით. ის აუცილებლად უნდა განიცდიდეს შიმშილს, სულიერ შიმშილს. წმინდა მამები ამბობენ ასეთ რამეს, რომ სულის პირველი შიმშილი - ეს არის შიმშილი სიმართლისა და ჭეშმარიტებისა. მეორე შიმშილი არის სისუფთავისა და სიწმინდისა.

ეს უძღები შვილი გონს მოდის, მასში გაიღვიძა სინანულმა, გაახსენდა მამის სახლი, შეადარა თავის ცხოვრებას, მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება და ამბობს: ,,ავდგები და დავბრუნდები მამასთან". აი, ეს სიტყვა - „ავდგები“ - ნიშნავს იმას, რომ მან გააცნობიერა, რამდენად ღრმად არის დაცემული და მესამე გზა არც არსებობს: ადამიანი ან მიემართება ჯოჯოხეთის უფსკრულში, ან კიდევ ზემოთ, ღმერთისკენ, რომელიც არის ყოველმხრივ მდიდარი და მასთან არანაირი შიმშილი არ არის.

შემდეგ ეს იგავი მოგვითხრობს, თუ როგორ ხვდება მამა უძღებ შვილს. შორიდან დაინახავს მას, შეებრალება, პირველი გარბის შვილისკენ, გადაეხვევა და კოცნის. შვილი ეუბნება ამ სიტყვებს, რომლებიც მოგახსენეთ, ინანიებს. მამა მას პატიობს ცოდვას და პირვანდელ პატივს უბრუნებს.

ამ იგავით, სახარების ამ ეპიზოდით უფალი გვასწავლის, როგორი უსაზღვროა ღმერთის სიყვარული, რომ საკმარისია, ჩვენში გაიღვიძოს სინანულმა, გაგვიჩნდეს ეს სინანული, ჯერ კიდევ შორსაც რომ ვიყოთ ღვთისგან, იგი უკვე გვხედავს ჩვენ, პირველი მოიჩქარის ჩვენკენ უფალი, რომ შეგვიწყალოს და გვაპატიოს, გვიხუტებს და გვაკავებს იმისთვის, რომ ისევ არ აღმოვჩნდეთ ამ შორეულ ქვეყანაში ღორების სალაფავთან.

წმინდა მოციქული იაკობი ამბობს: „მიუახლოვდი უფალს და მოგიახლოვდება შენ“ (იაკ. 4,8). წინასწარმეტყველი ისაია ამბობს: „მოუხმე და ხმას გაგცემს უფალი. შეჰღაღადე და იტყვის: აქ ვარ“ (ის. 58, 9). რომელ დედას და რომელ მამას შეუძლია ასე განუწყვეტლად იდგეს და ელოდოს, სანამ ოდესმე რომელიმე შვილი მას დაუძახებს? არცერთ მშობელს ეს არ შეუძლია. აი, ღმერთი კი მუდმივად ელოდება, ხომ არ დაუძახებს, ხომ არ მოუხმობს მას რომელიმე მისი მონათაგანი. და თუ როდისმე მოვუხმეთ მას ჯეროვნად, არასდროს დაუტოვებია ეს ჩვენი მოხმობა და ლოცვა უპასუხოდ და ყურადღების გარეშე.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი შესანიშნავი იგავი წავიკითხეთ დღეს. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ ღმერთის გარეშე იღუპება.

ამრიგად, ეს იგავი გვასწავლის, რა სურს უფალს ჩვენგან, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო ვეყოთ ღმერთს და დავიმკვიდროთ მისი სასუფეველი, რისი ღირსიც დაე გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793703355

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს

ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს, - განუცხადა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა....

შალვა პაპუაშვილი

1793701427

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვინც ტყუილს ამბობს და ცილს წამებს, მან პასუხი უნდა აგოს, უნდა დავუახლოვდეთ იმ სტანდარტს, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არის

მახინჯი გაგება, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს მედია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვინც აბრალებს და ცილს სწა...

შალვა პაპუაშვილ

1793701239

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში მოხვედრილმა ადამიანებმა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გამოიარეს

„მთელი საქართველო უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც მკაფიოდ და ნათლად დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, როგორც ძველების, ისე ახლად შემოერთებულებისგან,...

სოზარ სუბარი

1793700734

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრისას ელენე თევდორაძის საქმიანობას იხსენებს....

სოზარ სუბარი

1793699423

მსოფლიო

„ტენერიფეს“ ფეხბურთელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა

ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბის, „ტენერიფეს“ ფეხბურთელი, 30 წლის ჰესუს დე მიგელი მოედანზე მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ championat.com იუწყება. ინციდენტი მოედანზე 2...

ჰესუს დე მიგელი