სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის კვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ

სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით, პასპორტების წარდგენის გარეშე შეძლებენ. „არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დასამტკიცებლად წარადგინა წინადადება სომხეთსა და საქართველოს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
„საქართველოსთან კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პერიოდულად იმართება მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები, იდგმება ნაბიჯები საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გასავითარებლად სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული და ორმხრივი ინტერესის სხვა სფეროებში“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი საყვარელი ადგილია სომხეთის მოქალაქეებისთვის.
„ბოლო წლებში სომხეთიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. კერძოდ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს სომხეთიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობამ 1 მილიონ 365 ათასი ვიზიტორი შეადგინა. 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის გამო, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა“, - განაცხადა მან.
საქართველოსა და სომხეთს შორის 1993 წლიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს.
მირზოიანის თქმით, "2020 წლის 3 მარტს სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის მოქალაქეთა გადაადგილების ხელშეწყობის შესახებ."
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადაწყვეტილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა, მისი სიტყვებით, შესაძლო გარკვეულ რისკებზე ქართველ პარტნიორებთან ეფექტური მუშაობა გაგრძელდება.
„მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ველოდებით ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. სომხეთისა და საქართველოს შემდეგი მთავრობათაშორისი შეხვედრა ერევანში გაიმართება. ამ შეხვედრის ფარგლებში ვიმედოვნებთ, რომ ამ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1745689889
ახალი ამბებიპატრიარქი: დიდად ვწუხვართ ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო, მიუხედავად იმისა, რომ იგი, ძირითადად, მოსკოვში ცხოვრობდა, სამშობლოზე ფიქრი მას არასოდეს შეუწყვეტია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „დიდად ვწუხვართ მსოფლიოში აღიარებული ქართველი ხელოვანის და დიდი მეცენატის, ბატონი ზურაბ წერე...
1745688357
ახალი ამბებინინო წილოსანი: როდესაც ამდენი კითხვის ნიშანი ისმის, ალბათ მინიმუმ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება, რომ საფრანგეთის საელჩომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი
საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტების საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გამოეხმაურა. „უცნობია რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩა აღნიშნული ნაცური ორგანიზაც...
1745686290
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: დაუჯერონ ბურჭულაძეს, ჩაატარონ არჩევნები, ჩვენ მოვიმარაგებთ შესაბამის პოპკორნს, რომ ვუყუროთ როგორ ჩაატარებენ საპარლამენტო არჩევნებს
„მოვიმარაგებთ შესაბამის პოპკორნს, რომ ვუყუროთ როგორ ჩაატარებენ საპარლამენტო არჩევნებს“, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო...
1745684565
ახალი ამბები„წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს. „26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნე...
1745681696
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ზელენსკისთან მოლაპარაკებამდე ტრამპმა მაკრონს ხელი არ ჩამოართვა, აშშ-უკრაინის ლიდერთა შეხვედრას არ ესწრებოდნენ არც საფრანგეთის პრეზიდენტი და არც ბრიტანეთის პრემიერი
„ზელენსკისთან მოლაპარაკებამდე ტრამპმა მაკრონს ხელი არ ჩამოართვა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის, ვატიკანში გამართულ შეხვედრა...