სოციალურად დაუცველი ოჯახების ხელახალი გადამოწმება 2022 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა
არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მორატორიუმი კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება 2022 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა.
„მოგეხსენებათ, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დამტკიცებული წესით სოციალური დაცვის მიმართულებით შემოღებული იყო სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დროებითი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში არ ხორციელდებოდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება. მიუხედავად სარეიტინგო ქულის ოდენობისა, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს უწყვეტად უგრძელდებოდათ დახმარების გაცემა.
ცვლილების შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება კვლავ არ განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ.
მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული, მათ გაძლიერებაზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი და მდგრადი სოციალური დაცვის სისტემის განვითარება უმთავრესი საკითხია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსახლეობისთვის სოციალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს. ამ მიზნით გრძელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა, როგორც ორგანიზაციული, ასევე სტრუქტურული ცვლილებების კუთხით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 ხვალ გახდება ცნობილი რა ღონისძიებას გამოიყენებს უკრაინის სასამართლო პეტრო პოროშენკოს შემთხვევაში
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...
1793518136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...
1793515656
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...































