სოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე: თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს. პირადად ჩემი პასუხი ამაზე არის - არავითარ შემთხვევაში!

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება.

დეპუტატის თქმით, არცერთ ამერიკულ კომპანიებს ინტერესი არ გამოუთქვამს ანაკლიის პორტთან მიმართებით, თუმცა თუ გამოთქვამენ, ხელისუფლების პასუხი დადებითი იქნება. თუმცა, სოზარ სუბარის თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყნისთვის ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლა უფრო მომგებიანი იქნება, რადგან ტვირთი, რომელმაც ანაკლიის პორტში უნდა გაიაროს ჩინურია.

„როდესაც ჩვენი ოპოზიცია ხმაურობს, მაგალითად - ჩინური კომპანია შემოვიდეს თუ არა ანაკლიაში, პასუხი არის მარტივი - ჯერ ერთი ამერიკელებს არანაირი ინტერესი არ გამოუვლენიათ ამ პორტის მიმართ, არცერთ ამერიკულ კომპანიას არ უთქვამს - ჩვენ ჩავდებთ ფულს ამ პორტის მშენებლობაშიო. თუ ჩადებენ იმ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, თანხმობას ვეტყვი, რადგან პოლიტიკურად მნიშვნელოვანია მათი შემოსვლა, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინური კომპანიის შემოსვლა უფრო მომგებიანია, რადგან ამ პორტის გავლით ჩინეთის ტვირთების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია. ანაკლიის პორტში 49%-იანი წილის ფლობა გაზრდის ჩინელი ინვესტორების ინტერესს, რომ თავისი ტვირთი აქ გაატარონ და არა სადმე სხვაგან.

რაც შეეხება ამერიკულ კომპანიებს, მათ ამდენი ხანი არ გამოავლინეს ინტერესი და არა მგონია, რომ ახლა გამოავლინონ. შესაბამისად, საკითხი ასე კი არ დგას, ამერიკელი ინვესტორი ჯობა თუ ჩინელი, არამედ საკითხი დგას შემდეგნაირად: როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, არ გვაინტერესებს ეს პორტი, მაგრამ ჩინელები არ შემოუშვათ, რადგან მათთან სავაჭრო ომი გვაქვსო. პირადად ჩემი პასუხი ასეთ შემოთავაზებაზე არის - არავითარ შემთხვევაში! ეს პორტი სჭირდება საქართველოს. რადგან სამაგიეროდ რას ვიღებთ? - არაფერს! შესაბამისად, ეს არის არა შემოთავაზება, არამედ ჩვენთვის საზიანო და მიუღებელი ულტიმატუმი, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი უნდა ვთქვათ.

სხვა საქმეა, თუ ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის არშემოშვების სანაცვლოდ ჩვენ გვექნება რაიმე სხვა შემოთავაზება, რომელიც შეიძლება უფრო უკეთესი და მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, შეიძლება ვისაუბროთ ამაზე. არ მინდა ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ „ვივაჭროთ“ იქნებოდა უფრო სწორი ფორმულირება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794565449

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობაზე: ციფრები ყველაფერზე მეტყველებს და ეს არის ძალიან უნამუსო საქციელი მათი მხრიდან, რადგან პირდაპირ აფინანსებენ ომს რუსეთის სასარგებლოდ

ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობის 20%-ით ზრდა თბილისისთვის ორმაგი სტანდარტის მორიგი დასტურია. 2026 წელს, ევროკავშირმა რუსეთისგან თითქმის 10 მილიარდი დოლარის თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდა. ოქტომბერში რუ...

	ლევან მაჭავარიანი

1794564526

ახალი ამბები

ვიქტორ ჯაფარიძე: მთის კურორტების მიმართულებით დაფინანსება იზრდება - საინტერესოა, რას მოხმარდება ეს თანხა

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული განვითარების მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს...

ვიქტორ ჯაფარიძე

1794563940

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ჩინეთში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა

„ჩინეთის განვითარება და პროგრესი ამ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც მსყიდველობითუნარიანობის ნომერ პირველ ეკონომიკას, შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს სასწავლიც და თანამშრომლობის ნაწილშიც დიდი რესურ...

ნინი წილოსანი

1794562638

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: კარგია, რომ მოქალაქეები უსმენენ სასამართლოში „ნაცმოძრაობის“ სამარცხვინო განცხადებებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილს პარტიაში არანაირი გავლენა არ ჰქონდა

„ძალიან კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები საჯაროდ გადაიცემა და მოქალაქეები უსმენენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო განცხადებებს, თითქოს ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი „ნაცებს“ არ წარმო...

ლევან მაჭავარიანი

1794560904

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვიდრე პაველ ჰერჩინკი მკაფიოდ არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს, იქამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი და მოძალადეების ხელის დამფარებელი

„ვიდრე პაველ ჰერჩინკის განცხადებიდან იმ სიტყვებს არ მოვისმენთ, რომ გმობს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, იქამდე ამ შტურმის მხარდამჭერი, მიმჩქმალავი და მოძალადეების ხელის დამფარებელი რჩება“,...

შალვა პაპუაშვილი