სოზარ სუბარი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება იყო, რომ მოვახერხეთ ამ საერთაშორისო სასამართლოების მოგება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რითაც საბოლოო ჯამში საერთაშორისო სასამართლოების მოგება მოხერხდა.
სოზარ სუბარის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ მოხერხდა საერთაშორისო სასამართლოების მოგება, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას უხდის ყველას, ვის მიერ მოპოვებული მასალებითაც მოხდა სასამართლოების მოგება და მათ შორის, უდიდესია თეა წულუკიანის დამსახურება.
„მთლიანობაში ჩანს, რომ ამ ნაბიჯებით, მათ შორის 1633 რეზოლუციაზე ხელმოწერით მაშინდელმა ხელისუფლებამ გაწირა ქართული სახელმწიფო და ქართული ჯარი, რომ ჩვენ უნდა წაგვეგო ყველა საერთაშორისო სასამართლო - როგორც ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ასევე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლო, რაც უმძიმესი დარტყმა იქნებოდა ერთი მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივისთვის, მეორე მხრივ კი საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი დევნისთვის წირავდა არაერთ ქართველ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ გენერალს...
ჩვენი ხელისუფლების დამსახურება იყო, რომ მოვახერხეთ ამ საერთაშორისო სასამართლოების მოგება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენება მისცა სასამართლოებს, ვის მიერ მოპოვებული მასალებითაც მოხდა ამ სასამართლოების მოგება, მაგრამ მათ შორის უდიდესია ქალბატონი თეა წულუკიანის დამსახურება და მადლობა მინდა ვუთხრა მას ამისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს კომისია კიდევ ბევრ რამეს გამოავლენს მუშაობის პროცესში,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1743615549
სპორტიისტორიაში პირველად ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია
ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა. ზურაბ კინწურ...
1743613806
მსოფლიოდონალდ ტრამპმა შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უახლოეს კვირებში გადადგება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება. ამის შესახებ ინფორ...
1743611962
მსოფლიოჯორჯია მელონი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს
იტალიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს. ჯორჯია მელონის თქმით, აუცილებელია ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა სავაჭრო ომი თავ...
1743611575
ახალი ამბებიდიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. მომ...
1743608277
ახალი ამბებიგელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს - ლევან ვეფხვაძეს, სოსო ფხაკაძეს და აკაკი საღირაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვი...