სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ინფორმაციას ავრცელებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.
უწყება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად კანონით მოთხოვნილ მტკიცებულებათა სტანდარტის შესაქმნელად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 7 დეკემბერს, ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე.
ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, ასევე, გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით, შემოწმდა შემთხვევის ადგილის სიახლოვეს და ძველი თბილისის რაიონის სხვადასხვა ქუჩებზე განთავსებული 35 ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, რომელთა დიდი ნაწილიც გადაუდებელი წესით და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია.
თავდასხმის ამსახველ კადრებზე, ასევე, გამოძიების მიერ მოპოვებულ სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერებზე, სადაც აღბეჭდილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გადაადგილება, ვიდეოხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩანაწერებში ასახული პიროვნებების იდენტიფიცირების, მათი აღნაგობის, სიმაღლის, სიარულის მანერის და სხეულის სხვა თავისებურებების დასადგენად, მათ შორის გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებებთან შესადარებლად, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გამოიკითხა აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი, რომელმაც დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირთა თაობაზე გამოძიებას სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა არ ისურვა წყაროს დასახელება. ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა ოთხი პირის: გ.ლ.-ს, ლ.თ.-ს, გ.კ.-ს და ზ.ძ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მათი კუთვნილი ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთები. მოხდა დასახელებული პირების და მათი ოჯახის წევრების გამოკითხვა.
გამოძიების მიერ დათვალიერდა ამოღებული მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთები, რის შემდეგაც მათ მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა.
გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებების დაზარალებულთან შესაძლო ფიზიკური შემხებლობის და გენეტიკური პროფილების დასადგენად ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპლექსური ბიოლოგიურ-გენეტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზა.
ვიდეომასალის შესწავლითა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და გამოკითხული იქნა ინციდენტის შემსწრე და მიმდებარედ მცხოვრები 10 მოქალაქე.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია შემთხვევის ადგილის სიახლოვეს მყოფი პოლიციის თანამშრომლების, ბორტის და სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერების თაობაზე.
სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება.
დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული დაზარალებულად იქნენ ცნობილი.
საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძარცვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 118-ე მუხლის მეორე ნაწილის და 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად კანონით მოთხოვნილი მტკიცებულებათა სტანდარტის შესაქმნელად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1794202631
ახალი ამბებიპარლამენტის თავმჯდომარე დღეს ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება
პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხე...
1794199809
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
9 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +9 და ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი,...
1794199519
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და აგენტურა გავა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის...
1794169243
საზოგადოებაზაზა შათირიშვილი: კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს, ევროპა მათ მეტყველებაში ნიშნავს დაახლოებით აღთქმული მიწა ან ზეციური იერუსალიმი
კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც რელიგიური ტერმინი, ევროპა მ...
1794166688
მსოფლიოპოლონეთის პროკურატურამ კრაკოვში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო
პოლონეთის პროკურატურამ, 7 ნოემბერს კრაკოვის ისტორიულ ცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „ტერორისტული ხასიათის დანაშაულის“ მუხლით დაიწყო. თავდამსხმელი 2002 წელს დაბადებული კაცია, რომელიც, გამ...






























