სქესობრივი კავშირი 16 წლამდე მოზარდთან და შვილის მიმართ ძალადობა - პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა
16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, 19 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დაზარალებულის მამა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო რომ მისი არასრულწლოვანი შვილი სახლში გვიან დაბრუნდა, მას ფიზიკურად გაუსწორდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
„საქართველოს პროკურატურამ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით - იმის გამო, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი იყო გოგო და სახლში გვიან დაბრუნდა, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 20 ნოემბერს, მეორე ბრალდებულმა არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება წინანსწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან). პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
რაც შეეხება დაზარალებულის მამას, იგი სამართალდამცველებმა 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან ოჯახის წევრზე ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და „დ“ ქვეპუნქტებით (მუქარა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 რა მიზეზით იგეგმება 1 დეკემბერს, გერმანიიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია?
🔵 სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ტრაგედიიდან, რომელსაც 11 ახალგაზრდა ემსხვერპლა, 5 წელი გავიდა
1794764373
ახალი ამბებიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...
1794761277
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...
1794759304
მსოფლიოირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...































