თამარ გაბუნია: ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება, ამიტომ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ გაზრდილა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევების მატების მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის მატება არ აღინიშნება.
"დღეს 7 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად სამშაბათის ეფექტიც არის, თუმცა გასული კვირის მანძილზეც, 5 000-ს აღემატებოდა შემთხვევების რაოდენობა, რაც ნაწილობრივ “ომიკრონის” შტამის ცირკულაციის დაწყებით აიხსნება.
შემთხვევების დიდი ნაწილი არის შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატების მიუხედავად, არ აღინიშნება ზეწოლის მატება ჰოსპიტალურ სექტორზე.
ჰოსპიტალურ სექტორში რჩება 4 431 პაციენტი, რეანიმაციაში 281, ინტენსიურ თერაპიას იტარებს 1 083 პაციენტი.
4 000-ზე მეტი საწოლი არის თავისუფალი, ამდენად ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა, მიიღოს პაციენტები, თუ ამის საჭიროება იქნება - არსებობს", – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 006 864 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 934 667 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 14 512 ადამიანი. ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 2 050 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 465 პირი.
დღის სხვა სიახლეები:
🔳 „შემთხვევების 50% ომიკრონია, თბილისში - 65%“ - ამირან გამყრელიძე
🔳 ამირან გამყრელიძე: არ უნდა გავთამამდეთ, "ომიკორნიც" იწვევს გართულებას და დამძიმებას
🔳 ამირან გამყრელიძე: არ უნდა გავთამამდეთ, "ომიკორნიც" იწვევს გართულებას და დამძიმებას
1789588685
საზოგადოებალევან მახაშვილი: სრულიად ლოგიკურ დაპირისპირებას ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე - ამ პარტიებს არასდროს უმოქმედიათ საქართველოს ინტერესებით
ეს პარტიები არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესებით მოქმედნი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით. დეპუტატი...
1789588233
საზოგადოებალევან მახაშვილი გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე: პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა
პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საკონსტიტუტუციო სარჩელში პ...
1789587450
საზოგადოებალევან მახაშვილი: ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საქართველოს ინტერესებშია
ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა. მახაშვ...
1789586275
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თამაზ ბორაშვილი 20 წელია უსაფრთხოების სისტემაშია, პირველი თანამდებობიდან უკვე ხელმძღვანელობამდე, ყველა ეტაპი გავლილი აქვს, ეს მნიშვნელოვანია ინსტიტუციის მდგრადობისა და პროფესიონალიზმისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ცვლილებებისა და ახლად არჩეული ხელმძღვანელის შესახებ ისაუბრა. პაპუაშვილის...
1789585622
მსოფლიოაშშ-მა ვენესუელა იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ
ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი...


























