თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-მ 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ზ.შ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1977 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.ტ., მომხდარიდან რამდენიმე წუთში საკუთარ ავტომობილშივე გარდაიცვალა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში ლ.კ. პოლიციაში გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დაკავდა.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ზ.შ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა“, - აცხადებენ შსს-ში.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738429090

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი PACE-ს რეზოლუციაზე: ეს იყო სრულიად გაუგებარი და საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი რეზოლუცია

დავით მათიკაშვილმა მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ისაუბრა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს იყო სრულიად გაუგებარი და საქართვე...

დავით მათიკაშვილი

1738427029

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა დროებით საგამოძიებო კომისიაზე: არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება

„არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას. „ორშაბათს ბიუროზე ვიმსჯელებთ საგამოძ...

პოლიტკოსი

1738422298

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ხელწერილით გათავისუფლებიდან სულ მალე, მზია ამაღლობელი თავს დაესხა პოლიციელს, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ, თავმოყვარე ქვეყანაში წარმოადგენს დანაშაულს

„არ შეიძლება შიმშილი იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიმართ შანტაჟის იარაღად“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა მზია ამაღლობელის შიმშილობა...

დავით მათიკაშვილი

1738421810

ახალი ამბები

შსს: მოვუწოდებთ 2 თებერვალს დაანონდებული შეკრების მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 თებერვალს ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანებზე გასამართ შეკრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კან...

შსს ღამე

1738420220

სპორტი

ბორჯღალოსნებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით 110:0 დაამარცხეს!

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით - 110:0 დაამარცხეს. პირველი ტაიმი ანგარიშით 47:0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში, ბორჯღალოსნე...

ბორჯღალოსნებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით 110:0 დაამარცხეს!