საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Connect 2025-ში მიიღებს მონაწილეობას
3-5 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 გაიმართება. რიგით 21-ე ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს საავიაციო ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება (UAG) წარმოადგენს. ქართულ დელეგაციას კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს. სამდღიან ფორუმზე აეროპორტების გაერთიანებას 20-ზე მეტი შეხვედრა აქვს დაგეგმილი სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხება, როგორც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების, ასევე ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყოველწლიურად უწყვეტად მონაწილეობს საავიაციო ფორუმებში. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობას. Connect 2025-ის ფარგლებში, გავმართავთ არაერთ შეხვედრას საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რომ დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების დამატებითა და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ფორუმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ, როგორც საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებს, ისე პოტენციურ პარტრნიორ ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს.
1738429090
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი PACE-ს რეზოლუციაზე: ეს იყო სრულიად გაუგებარი და საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი რეზოლუცია
დავით მათიკაშვილმა მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ისაუბრა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს იყო სრულიად გაუგებარი და საქართვე...
1738427029
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა დროებით საგამოძიებო კომისიაზე: არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება
„არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას. „ორშაბათს ბიუროზე ვიმსჯელებთ საგამოძ...
1738422298
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ხელწერილით გათავისუფლებიდან სულ მალე, მზია ამაღლობელი თავს დაესხა პოლიციელს, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ, თავმოყვარე ქვეყანაში წარმოადგენს დანაშაულს
„არ შეიძლება შიმშილი იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიმართ შანტაჟის იარაღად“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა მზია ამაღლობელის შიმშილობა...
1738421810
ახალი ამბებიშსს: მოვუწოდებთ 2 თებერვალს დაანონდებული შეკრების მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 თებერვალს ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანებზე გასამართ შეკრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კან...
1738420220
სპორტიბორჯღალოსნებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით 110:0 დაამარცხეს!
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით - 110:0 დაამარცხეს. პირველი ტაიმი ანგარიშით 47:0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში, ბორჯღალოსნე...