თურქეთში, სამკურნალოდ წასული 21 წლის გიორგი დიდებაშვილი გარდაიცვალა
თურქეთის კლინიკაში 21 წლის გიორგი დიდებაშვილი გარდაიცვალა.
გიორგი ლეიკემიას ებრძოდა. მას ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროებოდა.
გიორგის 2021 წლის ზაფხულში მწვავე ლიმფობლასტური B ტიპის ლეიკემია დაუდგინდა.
ახალგაზრდა ბიჭი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების მესამე კურსის წარმატებული სტუდენტი იყო.
„დავიღალე ძალა აღარ მაქვსო მწერდა, მაგრამ შევთანხმდით რომ ჩავიდოდი ის უკვე გამოჯანმრთელებული უნდა ყოფილიყო!
რამდენი ვიბრძოლეთ, რამდენჯერ ვუთხარი ერთად აღვნიშნოთ ორივეს კარგად ყოფნა მეთქი. ეცინებოდა და არც მპირდებოდა. რომ გვეგონა ბოლოში გავდივართ და სადაც არის #დიდება ფეხზე დადგებაო მაშინ დაგვტოვე, ბოლოს მომიკითხა რამდენიმე დღის წინ, როგორ ხარო და დღეს წავიდა, ალბათ დაისვენა, მაგრამ სიცოცხლე როგორ უნდოდა ნეტა იცოდეთ, პირველი რას გააკეთებ რომ ადგები თქო და თსუ ბიბლიოთეკაში დავჯდები და ჩემს ნაშრომს დავამთავრებო სიცილით მითხრა.
ყველას გისამძიმრებთ ვინც გიორგისთვის იბრძოდით !! ყველა მის მეგობარს.
მაგრამ მის ოჯახს ,როგორ მივუსამძიმრო, რა უნდა ვთქვა არ ვიცი, ყოველ დღე ველოდებოდი რამე საზეიმო სიახლეს და დღეს დილით ამხელა ტკივილი და იმედგაცრუება დამახვედრე.
დროებით #დიდება
სხვა დროს და სხვა განზომილებაში აღვნიშნოთ… შენი გაცილების საშუალებაც არ მაქვს ამ წყეული მანძილის გამო“, – წერს გარდაცვლილი ახალგაზრდას მეგობარი სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵დაკავებულია 37 წლის კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი 4 წლის ბავშვის თვალწინ მოკლა
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...
1793479650
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...
1793477939
საზოგადოებალევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები
ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...
1793476610
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის
ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...
1793472591
საზოგადოებალევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი
სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...



























