ვალტერ შაკაია რიყის ქონების ჩამორთმევაზე: ვიფიქრეთ, გიგა ბოკერიას შევხვდებოდით, კარგად ვიყავით მასთან - ყველაფერი ვუთხარი, მაგრამ ბოკერიას საუბრიდან ისე გამოდიოდა, რომ კმაყოფილი იყო პროკურატურაში როგორც მაშინებდნენ და მექცეოდნენ

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2003-2012 წლებში საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, „ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებულ ვალტერ შაკაიას უსმენენ.
ვალტერ შაკაიას განცხადებით, ნაგავსაყრელად ქცეული ადგილიდან დაწყებული ბიზნესის წართმევა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ როდესაც მოინდომა მან გადაწყვიტა გიგა ბოკერიასთვის მიემართა თხოვნით, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა და იმჟამად პარლამენტის წევრი იყო.
როგორც შაკაია იხსენებს, გიგა ბოკერია კმაყოფილი ჩანდა პროკურატურაში ვალტერ შაკაიასა და მის მეუღლეზე განხორციელებული მუქარით.
„ვიფიქრეთ, გიგა ბოკერიას შევხვდებოდით, იმიტომ რომ კარგად ვიყავით მაგასთან, პატივისცემა, ყურადღება, ჩემი მეუღლე დატრიალებდა ყველას. ბოკერია და „ნაციონალები“ ხშირად დადიოდნენ ჩვენთან, თურმე რა ჰქონიათ გულში ჩადებული.
პარლამენტში ბოკერიასთან, რომ მივედით მე ჩემი მეუღლე და მეუღლის და, დავსხედით და მოვუყევით, რომ ძლივს კაპიკ-კაპიკ ნასესხები ფულით რაღაც ავაშენეთ და მოგვეცით ნება, რომ ვიმუშაოთ. ბოკერიამ გვითხრა, გეყოფათ რაც იმუშავეთო, სხვაგან მონახეთ ადგილი და იქ იმუშავეთო, წყნეთის მხარეს გაიშვირა ხელი, სად მქონდა მაშინ მე მაგის გასაკეთებელი ფული.
ყველაფერი ვუთხარი, მაგრამ მისი საუბრიდან ისე გამოდიოდა, რომ კმაყოფილი იყო, პროკურატურაში როგორც მაშინებდნენ და მექცეოდნენ, ანუ სწრაფად გავყრით ამათო“,-განაცხადა ვალტერ შაკაიამ.
თეა წულუკიანის შეკითხვაზე, თუ საიდან ამჩნევდა, რომ გიგა ბოკერია კმაყოფილი იყო პროკურატურის მიერ განხორციელებული მუქარით, ვალტერ შაკაიამ უპასუხა, რომ საუბრითა და მიმიკებით ეტყობოდა ეს ყველაფერი.
„რომ ვლაპარაკობდი მაშინ ვამჩნევდი მიმიკებს. როგორ იქცეოდა და როგორ გვქცეოდა ჩვენ სამივეს“,- უპასუხა ვალტერ შაკაიამ.
1750677782
სპორტიისტორიაში პირველად, ქართველი ქალი ძიუდოისტი IJF-ის რეიტინგის სათავეშია
25 წლის ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) რეიტინგში გალიდერდა. ლიპარტელიანმა წარმატებას მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატის მოგების წყალობით მიაღწია. ახლა, მის აქტი...
1750676330
საზოგადოებაპაპუაშვილი: გახარია და მისი გუნდი გვიმტკიცებდნენ, თითქოს მათ შეძლეს, საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო
გიორგი გახარია და მისი გუნდი გვიმტკიცებდნენ, თითქოს მათ შეძლეს საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო, აღმოჩნდა, რომ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი...
1750675768
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც აქვს თავისი ვალდებულებები გაწერილი
არანაირი სამართლებრივი საფუძველი უვიზო მიმოსვლის შეჩერების არ არსებობს. უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც აქვს თავისი უფლებები და ვალდ...
1750675712
საზოგადოება„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი: მამა თურმე სთხოვდა, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში, რადგან ცურვა არ იცოდა. კიდევ ჰქონდა იმედი ალბათ, რომ არ მოკლავდნენ
ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან მახსოვს, ასეთი სიტყვები, თუ როგორ სცემდა მამას რომან შამათავა. სადისტი, არაადამიანი და აიძულებდა, რომ რაღაც ეღიარებინა. არ ვიცი რის აღიარებას სთხოვდა, ალბათ რაღაც აბსურდი რ...
1750668494
საზოგადოებაკახა კალაძე: დედაქალაქში კვლავ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ არ გვეშინია, რადგან ვიცით, რა პროექტების განხორციელება სჭირდება ქალაქს
მომდევნო წლების განმავლობაში ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით კიდევ უფრო მოწესრიგებული, მწვანე და ლამაზი გახდეს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქ...