ყვარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმრის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს – „ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული გზიდან გადავიდა და მათ შეეჯახა“

საქართველოს პროკურატურამ, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირის გარდაცვალების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული გადავიდა საავტომობილო გზიდან და შეეჯახა ორ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს.

„პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745500814

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მინდა, ირაკლი ქარსელაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის და ბევრი წარმატებული პროექტისთვის

„ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინის...

ირაკლი კობახიძე

1745500039

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა

ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. „მინდა საზოგადოებას გავუზიარო ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით. ირ...

რევაზ სოხაძე

1745499531

ახალი ამბები

ანსამბლების გაერთიანებამ „ქართული სიმღერა“, პროექტის - „ქართული სიმღერა საქართველოს” ფარგლებში, ბათუმის კულტურის ცენტრში კონცერტი გამართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლების გაერთიანებამ „ქართული სიმღერა“, პროექტის - „ქართული სიმღერა საქართველოს” ფარგლებში, ბათუმის კულტურის ცენტრში კონცერტი გამართა. ინფორმაციას კულ...

ანსამბლების გაერთიანება

1745498552

სპორტი

საქართველოს ნაკრები 8 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას კაბო-ვერდეს ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს

საქართველოს ნაკრები ივნისის სანაკრებო ფანჯარას სრულად აითვისებს და ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ 5 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდი თბილისში ფარერების ნაკრებს უმასპინძლებდა, ახლა კი...

საქართველოს ნაკრები

1745497730

საზოგადოება

„საქართველო თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს“ - ბანერი მოქალაქეებმა ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს

ბანერი წარწერით „საქართველო თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამავე ხიდზე ბანერი წარწერით „პოლიციელი გმირია“ გამოფინეს.

 ბანერი  ბანერი