ყველაზე მეტი თანხა იტალიიდან, რუსეთიდან და აშშ-იდან გადმოირიცხა - ეროვნული ბანკი დეკემბრის გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 535.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1438.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 133.2 პროცენტით – 305.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.2 პროცენტი იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 317.31 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 43.20 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები 34.30 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზეა საბერძნეთი 20.67 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე – ისრაელი 19.05 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, 2022 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 90.9 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5 პროცენტით მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"თუ მოკვდები, მაგასაც დასავლეთს დავაბრალებ, იმიტომ რომ შენ აშანტაჟებდიო" - თამარ ჩერგოლეიშვილი  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792686144

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინი...

მაკა ბოჭორიშვილი

1792682204

ახალი ამბები

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო ოპერირება

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება კიდევ ერთმა ახალმა, იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო. 22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ A320 ტიპის ხომალდით ამანიდან თბილისის მიმართულებით, პ...

 Royal Jordanian

1792680779

ახალი ამბები

სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუსი

2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება...

სუსისსუსის

1792679739

მსოფლიო

გერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა ბრანდენბურგის მიწაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიის...

გერმანიაში დაკავება

1792679007

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე „ლელოს“: თქვენ ძალიან კარგად იცით, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი

„ლელო, პირდაპირ აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნიდან, რომ იგი არ ენდობა საკონსტიტუციო სასამართლოს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ...

არჩილ გორდულაძე