10 მარტივი რჩევა, როგორ მოვამზადოთ ჩვენი უძრავი ქონება გაყიდვისათვის.

1. დაიცავით სისუფთავე და წესრიგი კარადაში.


ასევე თვალნათლივ ადგილებში ყველას გვჭირდება კარადები და თაროები, რადგან დროთა განმავლობაში ჩვენ ვიძენთ ბევრი რაოდენობის ნივთებს. მით უმეტეს თუ ის დაკეტილია, ბინის ჩვენების წინათ. მყიდველი ნებისმიერ შემთხვევაში ისურვებს მის დათვალიერებას, რომ შეაფასოს ფართი, ამიტომ დაიცავით სისუფთავე და წესრიგი კარადაში და ეცადეთ, გაათავისუფლოთ ზედმეტი ნივთები კარადაში. რაც იკავებს ზედმეტ ადგილს და წარმოაჩენს გადაჭირთვას.

2. განათება მთლიანობაში


პოტენციური მყიდველის მოსვლამდე, აანთეთ ნათურები ყველა ოთახში. კარგი განათებების დამსახურებით პატარა ოთახებიც კი გამოჩნდება, შედარებით ვრცელი და მიმზიდველი. გასწიეთ ფარდები, გაწმინდეთ მინები, შეცვალეთ ნათურები მეტად უკეთესი ნათებით, რათა განათებამ გაანათოს ყველა ოთახის კუთხეები. გარდა ამისა, კედლის სარკეებს შეუძლია გააფართოოს ოთახების ხედი. მეტად მოთხოვნილებადია, პატარა აივნის შესასვლელში, ეცადეთ მყიდველს შეაყვაროთ საკუთარი სახლი, ისინი კი ისურვებენ იყიდონ თქვენი უძრავი ქონება.

3. იზრუნეთ შინაურ ცხოველებზე


თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ კარებში შემხვედრმა კატამ ან ძღოლმა, შეიძლება გაახაროს მყიდველი. მაგრამ სამწუხაროდ, ყველა დადებითად არ აფასებს შინაურ ცხოველებს. ბინის სანახავად მომსვლელ მყიდველს, შესაძლოა დიდად არ ესიამოვნოს საკვების თასი ( ლანგარი). ძაღლის საკვებით მყიდველმა შესაძლოა იგრძნოს კატის სუნი ან მოეცხოს ტანსაცმელზე კატის ბეწვი. ყველა ამ მომენტს შეუძლია შექმნას, მოუწესრიგებლობისა და არაკომფორტულობის სახე. ამიტომ, თუ ეს შესაძლებელია, შეეცადეთ შინაური ცხოველები ნათესავებს მისცეთ აქტიური ნახვის პერიოდის განმავლობაში ან მინიმუმ, მაქსიმალურად გაასუფთავეთ სახლი, შინაური ცხოველის ყოფნის კვალისგან (დამალეთ თასები (ლანგარი) და სათამაშოები, გააკეთეთ დამატებითი სველი წმენდა).

4. ხელსაყრელი ფასი იმალება წვრილმანებში


გაყიდვამდე ეცადეთ დახარჯოთ ცოტა ენერგია და დრო, რომ გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი, ეს აუცილებლად მოგცემთ სასურველ ფასის ზრდას. საუბარია უმნიშვნელო ხედის გაუმჯობესებაზე, რაც არ მოითხოვს თქვენგან დიდ ხარჯს, მაგრამ გაზრდის უძრავი ქონების მიმზიდველობას ბაზარზე. მაგალითად: განაახლეთ შპალერი ან შეღებეთ კედლები, ეს გაახალისებს საერთო იერს. განაახლეთ ფარდები, განაახლეთ კარების და კარადის სახელურები ( რადგან ისინი იოლად იცვითებიან და იღებენ არასასრუველ ვიზუალს, შეხედულებას ), დაზეთეთ კარების, მოძრავი კარების დამჭერი (პედალი), ასევე შეაკეთეთ "მწვეთავი" ონკანი.

5. გაანთავისუფლეთ უძრავი ქონება პირადი ნივთებიდან


ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - გაყიდვამდე გაათავისუფლოთ თქვენი ნივთები ბინიდან. რაც მეტი თქვენი პირადი ნივთები იქნება ბინაში, მით უფრო გაგირთულდებათ ბინის გაყიდვა. მით უფრო გაუჭირდება პოტენციურ მყიდველს, წარმოიდგინოს საკუთარი თავი, ამ ბინაში ცხოვრებისთვის. გაიტანეთ, რასაც არ მოიხმართ, ოჯახური სურათები და სხვა საოჯახო სურათები. ასევე დაგეგმეთ ავეჯის განლაგება, რომ მაქსიმალურად გავათავისუფლოთ ადგილი, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ სივრცე - ეს გააფართოებს სივრცეს.

6. სამზარეულო უპირველეს ყოვლისა


ბინის გაყიდვისას პირველ რიგში - ყიდით თქვენ სამზარეულოს. სწორედ ეს ოთახია, რომელიც ყველაზე ხშირად შეიცავს, ყველაზე ძვირად ღირებულ აღჭურვილობას და მყიდველების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. შეეცადეთ გაათავისუფლოთ, რაც შეიძლება მეტი სივრცე - თუ სამუშაო ზედაპირები ცარიელი და სუფთაა, სამზარეულო უფრო ვრცელი გამოიყურება. საუკეთესო შთაბეჭდილებისთვის, შეღებეთ კედლები, განსაკუთრებით თუ ისინი უჩვეულო ფერისაა. აირჩიეთ ნეიტრალური, მშვიდი ტონები, ასე რომ პოტენციურ მყიდველს გაუადვილდება წარმოიდგინოს „ნულიდან“, როგორ შეცვალოს ინტერიერი თავისთვის. თუ არ გსურთ დიდი ინვესტიციის ჩადება, მაშინ შეგიძლიათ შემოიფარგლოთ, ნებისმიერი ლამაზი, უჟანგავი, ფოლადის მოწყობილობის შეძენით. როგორ შეიძლება ეს დაგეხმაროთ? ქვეცნობიერად, მაღალი ხარისხის სამზარეულოს ფოლადის ფერის დანადგარის ნახვის, შემდეგ მყიდველები დარწმუნდებიან, რომ მთელი სამზარეულოს ნაკრები, ასევე მაღალი ხარისხისაა.

7. ყოველთვის იყავით მზად მნახველებისთვის.


თუ განაგრძობთ ბინაში ცხოვრებას, რომლის გაყიდვას გეგმავთ, მაშინ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. თქვენ არასოდეს იცით, როდის გამოჩნდება მყიდველი. ამიტომ მზად უნდა იყოთ. ამის გაყიდვის პროცესის დემონსტრირებისთვის, ნებისმიერ დროს! ნუ დატოვებთ ჭუჭყიან ჭურჭელს ნიჟარაში, დროულად მოაშორეთ ზედმეტი ნივთები და რაც შეიძლება, ხშირად გაწმინდეთ სველი წმენდით გარემო, რათა თქვენი გასაყიდი ქონება მაქსიმალურად სუფთა და მიმზიდველი იყოს, პოტენციური მყიდველებისთვის. თავიდან, შეიძლება რთული იყოს, ყოველ წუთში გაგიგრძელდეთ წესრიგის დაცვა, მაგრამ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, წარმატებული გაყიდვისკენ.

8. პირველი შთაბეჭდილება ყველაზე მნიშვნელოვანია


მყიდველები იწყებენ თავიანთი შთაბეჭდილების ფორმირებას, ქონების შესახებ ჯერ კიდევ, თქვენს ბინაში შესვლამდე და თქვენ არ გექნებათ მეორე შანსი, რომ პირველი შთაბეჭდილება მოახდინოთ. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გაცნობის დაწყებიდანვე მომხმარებლებმა თავი კომფორტულად იგრძნონ – თითქოს უკვე თავის სახლში იმყოფებიან. თუ პოტენციურ მყიდველებს სთხოვთ ფეხსაცმლის გახდას, მაშინ დატოვეთ, პატარა სკამი ან პუფი დერეფანში, მათი მოხერხებულობისთვის. დაამშვენე შენი ბინა ცოცხალი ყვავილებით - ისინი შექმნიან სიცოცხლით სავსე ატმოსფეროს და გაავრცელებენ სასიამოვნო არომატს მთელ ბინაში. სამზარეულოში შეგიძლიათ მოათავსოთ თასი, ახალი ხილით ან ფუნთუშებით, რათა გამოიჩინოთ სტუმართმოყვარეობა და გულწრფელობა.

9. იზრუნეთ სასიამოვნო სურნელებზე


უსიამოვნო სუნი ხშირად არის მიზეზი იმისა, რომ მყიდველებმა შეიძლება უარი თქვან თქვენი ბინის შეძენაზე. ნუ ეცდებით სუნის შენიღბვას - მოიშორეთ მისი მიზეზი! გაასუფთავეთ, აბაზანისა და სამზარეულოს სანიაღვრე არხები, გაასუფთავეთ ნაგვის ურნები, გახსენით ფანჯრები სუფთა ჰაერის შესაშვებად, გარეცხეთ საწოლის თეთრეული და ჩააბარეთ ფარდები ქინწმენდაში (მათზე, როგორც წესი, გროვდება ბევრი მტვერი). თუ ეწევით, მაშინ ძმარი დაასხით პატარა ღია კონტეინერებში, მოათავსეთ სახლის ირგვლივ და გააჩერეთ ერთი-ორი დღე. ამის შემდეგ, შეამოწმეთ განეიტრალდა თუ არა სიგარეტის სუნი ძმართან ერთად. უსიამოვნო სუნისგან თავის დაღწევის შემდეგ, დარწმუნდით, რომ თქვენს ბინაში შესვლისას პოტენციურ მყიდველს მოუნდება,რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს მასში.

10. დაუკავშირდით უძრავი ქონების საუკეთესო პროფესიონალებს


თუ გსურთ გაყიდოთ თქვენი ბინა, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად, მაშინ ამის გაკეთების ყველაზე მარტივი გზაა - უძრავი ქონების სპეციალისტის შერჩევა . გამოცდილი აგენტი მუდმივად აკონტროლებს ბაზრის ტენდენციებს, იცის მიმდინარე ფასები და ცვლილებები, აქვს წვდომა სხვა უძრავი ქონების მონაცემთა ბაზებზე, რათა შეაფასოს ყიდვა, გაყიდვა და მოთხოვნა. შეარჩიეთ აგენტი, რომელიც კარგად იცნობს გაყიდვების სხვადასხვა ტექნოლოგიებს და „მეგობრობს“ უძრავი ქონების ონლაინ მარკეტინგთან - ასე რომ დარწმუნებული იყავით, რომ ის გამოიყენებს ყველა შესაძლო ვარიანტს, თქვენი ბინის პოპულარიზაციისთვის.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ.

ტელ:  ( +995 32 ) 242 09 08
ელ-ფოსტა:  info@Georgian.ge

პატივისცემით, www.Georgian.ge | ჯორჯიან.ჯი-ს გუნდი.

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746906195

ახალი ამბები

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება

 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურ...

ლოცვა

1746904650

მსოფლიო

„როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე თავისუფლებისთვის იბრძვიან, ჩვენ უნდა ჩავუყაროთ საფუძველი უკრაინის დემოკრატიულ განვითარებას“ - „კიევ პრაიდი“ ორ მარშს აანონსებს და LGBTQ+ ადამიანების დაცვისთვის კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს

 უკრაინული ორგანიზაცია KYIVPRIDE – „კიევ პრაიდი“, რომელიც ქვეყანაში LGBTQI+ საკითხებზე მუშაობს, ივნისში ორ მარშს აანონსებს. ორგანიზაცია მანიფესტს ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების...

კიევ პრაიდი

1746901274

საზოგადოება

გორდულაძე ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე: უბრალოდ ნიუსის შესაქმნელად რაღაც აქტივობებს რომ ახორციელებენ, ეს არის მცდელობა, საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები უბრალოდ ნიუსის შესაქმნელად თვითმმართველობის არჩევნებისთვის რაღაც აქტივობებს ახორციელებენ, სი...

არჩილ გორდულაძე

1746899518

ახალი ამბები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მისაღებად განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო...

მასწავლებლის ეროვნული პრემ

1746896131

მსოფლიო

პესკოვი: პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ პუტინის შეთავაზებაზე კიევს რეაქცია არ ჰქონია, ამიტომ ამ მხრივ სიტუაცია კვლავ წინააღმდეგობრივია

 კიევი არ გამოხმაურებია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებას წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებების შესახებ, ამიტომ სიტუაცია კვლავ საკამათოა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტ...

პესკოვი