5 ცვლილება, რომელიც ივნისიდან შევიდა ძალაში

2023 წლის ივნისიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება, რომელიც შეეხება როგორც მოქალაქეებს, ასევე კონკრეტულ ბიზნესსუბიექტებს:
1) სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის HACCP-ის სტანდარტი სავალდებულო იქნება
სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1 ივნისამდე დანერგოს.
ახალი რეგულაცია გავრცელდება შემდეგ ბიზნესოპერატორებზე: სასურსათო მაღაზია, მარკეტი; თაფლის რეალიზაცია; ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია; ბავშვთა კვების წარმოება, რეალიზაცია, რძითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია; აგრარული ბაზარი; დახლზე ვაჭრობა, ხორცის რეალიზაცია; ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოება; კვების პროდუქტების შენახვა, შეფუთვა, დაფასოება; მცენარეული ცხიმის, მაიონეზის, ზეთის, მარგარინის წარმოება; საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნიგვზის, თხილის, მზესუმზირას და მისთანების გადამუშავება, რეალიზაცია; პურ-ფუნთუშეულის წარმოება, ფქვილოვანი პროდუქციის წარმოება, პურის საცხობი, თონე.
ამასთან, HACCP-ის სტანდარტი სავალდებულო იქნება არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაზე, ბურბუშელას წარმოებაზე, ფქვილის, ბურღულეულის წარმოებაზე, მარცვლეულის, ფქვილის რეალიზაციაზე, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოებაზე; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოებაზე, პურის დისტრიბუციაზე, პურ-ფუნთუშეულით ვაჭრობაზე, საკონდიტრო წარმოებაზე, შოკოლადის წარმოება, წისქვილი; საკონსერვო წარმოებაზე; სუნელ-სანელებლების წარმოებაზე, დაფასოებაზე, შენახვაზე, რეალიზაციაზე; საკვებდანამატების წარმოებაზე, შენახვაზე, რეალიზაციაზე; აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოებაზე, დაფნის ფოთლის წარმოებაზე, რეალიზაციაზე; უალკოჰოლო სასმელების, ბოთლის სასმელი წყლის წარმოებაზე, ყავის და ჩაის გადამუშავებაზე, რეალიზაციაზე, დისტრიბუციაზე, ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე; შაქრის, მარილის წარმოებაზე; გამომშრალი ხილის წარმოებაზე, ჩიფსის წარმოებაზე.
2) საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდება
საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა.
როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივი ხორბლის შესყიდვას შეუწყობს ხელს და ფერმერები შეძლებენ, როგორც ძველი, ისე ახალი მოსავლის რეალიზებას. ამასთან, ბიზნესსექტორის და მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, შეჯერდნენ ისეთ პირობებზე, რომ პურზე ფასის ზრდაც არ არის მოსალოდნელი.
3) 1 ივნისიდან დამსაქმებლებს ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ
მთავრობამ "ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს რეგლამენტი ადგენს. ძირითად, უსაფრთხოების ნორმებს ტვირთის ხელით აწევა-გადატანასთან (განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკის პირობებში) დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს. დადგენილება 2023 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.
4) 1 ივნისიდან სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება
1 ივნისიდან სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა ვიტამინებისა და მინერალების ჩამონათვალი და მათი ქიმიური ფორმები, რომელთა გამოყენებაც დასაშვებია სურსათის (სასურსათო) დანამატების წარმოებაში.
"სასურსათო დანამატების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის (სასურსათო) დანამატებში ვიტამინებისა და მინერალების რეკომენდებულ სადღეღამისო მოხმარების მაქსიმალურ რაოდენობას; უვნებელი მოხმარების ზედა ზღვარს, რომელიც დადგენილია სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე, რისკის მეცნიერული შეფასებით და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის მგრძნობელობის განსხვავებული ხარისხის გათვალისწინებით. რეგლამენტი განსაზღვრავს პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და მისი ეტიკეტირების წესს.
5) A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ
A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1 ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყო A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ.
დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.
დედაქალაქში A კატეგორიის ტაქსებზე ლიცენზია უკვე 2 თვეა განსხვავებული პრინციპით გაიცემა. 1 აპრილიდან ამ ტიპის ლიცენზიას მხოლოდ ის იღებს, ვინც 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას. შედეგად, A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდა. ასევე, შეიქმნა A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა შესაძლებელია.
წყარო: tv9news.ge, საქართველოს მთავრობა; თბილისის მერია.
1746906195
ახალი ამბები12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება
12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურ...
1746904650
მსოფლიო„როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე თავისუფლებისთვის იბრძვიან, ჩვენ უნდა ჩავუყაროთ საფუძველი უკრაინის დემოკრატიულ განვითარებას“ - „კიევ პრაიდი“ ორ მარშს აანონსებს და LGBTQ+ ადამიანების დაცვისთვის კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს
უკრაინული ორგანიზაცია KYIVPRIDE – „კიევ პრაიდი“, რომელიც ქვეყანაში LGBTQI+ საკითხებზე მუშაობს, ივნისში ორ მარშს აანონსებს. ორგანიზაცია მანიფესტს ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების...
1746901274
საზოგადოებაგორდულაძე ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე: უბრალოდ ნიუსის შესაქმნელად რაღაც აქტივობებს რომ ახორციელებენ, ეს არის მცდელობა, საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები უბრალოდ ნიუსის შესაქმნელად თვითმმართველობის არჩევნებისთვის რაღაც აქტივობებს ახორციელებენ, სი...
1746899518
ახალი ამბებიმასწავლებლის ეროვნული პრემიის მისაღებად განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო...
1746896131
მსოფლიოპესკოვი: პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ პუტინის შეთავაზებაზე კიევს რეაქცია არ ჰქონია, ამიტომ ამ მხრივ სიტუაცია კვლავ წინააღმდეგობრივია
კიევი არ გამოხმაურებია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებას წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებების შესახებ, ამიტომ სიტუაცია კვლავ საკამათოა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტ...