"ფასების შემცირების რესურსი კიდევ არსებობს და "ევრო რეგულარის" სამიზნე მაჩვენებელი 2 ლართან მიახლოებული უნდა იყოს" - ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის მეტად შემცირების რესურსი არსებობს და „ევრო რეგულარის“ ღირებულება 2 ლარს მიუახლოვდება.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, ტაბლოებზე მოცემული საწვავის ფასი არ ემთხვევა მყიდველის მიერ რეალურად გადახდილ თანხას, რადგან კომპანიები ფასდაკლებებს, როგორც ინდივიდუალურ მარკეტინგულ ინსტრუმენტს, ისე იყენებენ.
„ბენზინის ფასები ჩვენი პროგნოზის შესაბამისად შემცირდა. კონკრეტული ფასის პროგნოზირება წარმოუდგენელია, თუმცა გარკვეული ანალიტიკის საფუძველზე, ჩვენ შეგვეძლო, გვევარაუდა, რომ ფასი დაახლოებით ამ ნიშნულამდე დაიწევდა. ძველი ფასი 3 ლარამდე იყო და ახლა 2.3-მდეა ჩამოსული. ყველა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურს თავისი მარკეტინგული პროდუქტები აქვს, შესაბამისად, ფასდაკლებები დამატებით 20 თეთრამდეა ხოლმე. რეალური ფასი, რასაც მყიდველი საწვავში იხდის, 2.10 ლართან მიახლოებულია. სამწუხაროდ, არ გვაქვს ბერკეტი, რომ ტაბლოზე არსებული ფასები რეალურ ფასს წარმოადგენდეს, რადგან ეს კომპანიების ინდივიდუალურ მარკეტინგული ინსტრუმენტია, რომლითაც ლოიალურ კლიენტს ინარჩუნებენ.
ჩვენი მოლოდინით, ფასების შემცირების რესურსი კიდევ არსებობს და „ევრო რეგულარის“ სამიზნე მაჩვენებელი 2 ლართან მიახლოებული უნდა იყოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1747064205
მსოფლიოტრამპი: ევროკავშირი მრავალი თვალსაზრისით ჩინეთზე უფრო საზიზღარია
ევროკავშირის მიმართ კრიტიკული განცხადების გაკეთებისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ წლების განმავლობაში „სოციალისტური ჯანდაცვის სისტემების სუბსიდირებას“ ახორციელებდა. „გერმანიაში და ევროკავშირის ყვ...
1747061480
საზოგადოებამეუფე შიო: უფალმა თავისი კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა - გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო
ჩვენი წინაპრები მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც, უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა და თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც...
1747059274
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყნისგან ითხოვდნენ ევროკავშირიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შეიძლება იყოს დამღუპველი და დამანგრეველი საქართველოსთვის
ფაქტია, რომ მსოფლიო პოლიტიკური დღევანდელობა არის შეცვლილი. თუკი ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფალნი და ევრო ბიუროკრატები ამ მოცემულობას თვალს არ გაუსწორებენ ბუნებრივია, რომ ისეთი პრო...
1747058510
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მიმ...
1747057907
სპორტიყაზახეთის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართა, რომელშიც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ბრინჯაოს მედლებს საბ...