მსოფლიოს საწყობებში, ხორბლის მხოლოდ 10 კვირის მარაგი დარჩა - სასურსათო უსაფრთხოების ექსპერტი გაეროს უშიშროების საბჭოზე

მსოფლიოს საწყობებში, ხორბლის მხოლოდ 10 კვირის მარაგი დარჩა. ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოზე, სასურსათო უსაფრთხოების ექსპერტმა, აგრარული ანალიტიკური კომპანია  Gro Intelligence-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სარა მენკერმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ომმა ამ პრობლემასთან დაკავშირებით ცეცხლზე ნავთი დაასხა.

"თავდაპირველად, მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ გამხდარა სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის მიზეზი, ამან უბრალოდ ნავთი დაასხა ცეცხლზე, რომელიც დიდი ხანია ენთო. კრიზისი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ პანდემიამდე დიდი ხნით ადრე, მეტყველებს ჩვენი მიწოდების ჯაჭვების სისუსტეზე", - განაცხადა მენკერმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომი ხვალვე დამთავრდება, შეთანხმებული ქმედებების გარეშე , სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა უახლოეს მომავალში არ მოიხსნება.მენკერი აღნიშნავს, რომ  მთელ მსოფლიოში, სასურსათო რისკების ზონაში 400 მილიონამდე ადამიანი მოექცა

"დღეს, პირობები უარესია, ვიდრე 2007 და 2008 წლებში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარცვლეულის მარაგი ამჟამად ყველაზე დაბალია, რაც კი ოდესმე მსოფლიოს უნახავს. ამასთან,  სასუქზე ხელმისაწვდომობა მკაცრად შეზღუდულია და იმ რეგიონებში, სადაც ხორბალი მოჰყავთ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვებია.  ანალოგიური პრობლემებია სიმინდსა და სხვა მარცვლეულებთანაც",- განაცხადა მენკერმა.

გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთი უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის დაბლოკვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთმა კატეგორიულად უარყო. ბლინკენი ამტკიცებს, რომ მოსკოვი ხორბალს ომის იარაღად იყენებს.

CNN-ის ცნობით, აშშ და ევროპა უკრაინიდან მარცვლეულის გადატანის გეგმებზე მუშაობენ. ამ პროცესში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა კანადამაც.

უკრაინა, ახლახან შეუერთდა სასურსათო უსაფრთხოების საგზაო რუკის ხელმოწერას და დააწესა ორი სახმელეთო მარშრუტი პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

🔵საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს, ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან მშვიდობის მსურველებს - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

🔵იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს ევროპასა და იტალიაში (სადაც შემთხვევები 6-მდე გაიზარდა) განვითარებულ ჩუტყვავილას ინფექციის საწინააღმდეგო ზომების მიღებას

🔵მთელი ძალა, რაც ჯერ კიდევ აქვს რუსულ არმიას, დონბასში გადაისროლეს შეტევის განსახორციელებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794683217

სპორტი

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

1794680489

სპორტი

საბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...

საბა ლაზაშვილი

1794680000

სპორტი

„არ აქვს მნიშვნელობა მოიგებს თუ წააგებს, ის გამარჯვებულია ჩემთვის და ყველასთვის!“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა საბა ლაზიშვილს

აბუ-დაბიში განვითარებული ხმაურიანი მოვლენებისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა ახალგაზრდა ქართველ მოჭიდავეს საბა ლაზიშვილს ემოციური სიტყვით მიმართა. 21 წლის სპორტსმენი იურაია ფეიბ...

 მერაბ დვალიშვილი

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი