“20 წლის ემიგრაციაში გავხდი, ქვრივი და შვილმკვდარი… დიახ, მე მოხუცებს ვბან, მაგრამ არ მრცხვენია!” - ემიგრანტი საბერძნეთიდან

საბერძნეთის ქართველი ემიგრანტების ჯგუფში, სალი ირემაძე, ნათია სალაძის პოსტს აქვეყნებს, რომელიც ბევრ ემიგრანტს და არა მხოლოდ, გაუღვივებს ჭრილობას, მაგრამ ერთგვარ მაგალითს და თანადგომას იგრძნობენ, იგრძნობენ იმას, რომ იმ უიარაღო ომში, რომელსაც ემიგრანტისა და ცხოვრების ომი ჰქვია, მარტონი არ არიან. და რომ არიან ემიგრანტები, რომლებიც იბრძვიან და იგებენ ომს:
"დიახ, მე ვარ "ემიგრანტი"! დიახ, მე ვუვლი მოხუცს! დიახ, მათ ვულაგებ! დიახ, მათ ვუსუფთავებ! დიახ, მე მათთან ვმუშაობ, მაგრამ მე "ვშრომობ", ჩემი შრომით ვინახავ ჩემ თავს და არა მარტო...

დიახ, მე ვარ მათი მომვლელი! მე არ მრცხვენია ჩემი შრომით ვიშოვო ფული... მე 27 წლის ვხდები და ჩემი შრომით ვარ 8 წელია. ჩემს თავს არაფერს ვაკლებ, ჩემს ოჯახს და არა მარტო. ვმუშაობ იმიტომ, რომ არ ვთხოვო მშობლებს. არ დავჯდე მათ ხარჯზე არ ვთხოვო სხვას, არ გავხდე მათხოვარი. დიახ, 8 წელი და თვეებია მე ოჯახი არ მინახავს. დიახ, მათ მონატრებაში ვარ, განა იმიტომ, რომ ეს სიამოვნებას მანიჭებს, არამედ ის მანიჭებს სიამოვნებას, რომ ამ ტანჯულ წლებს ჩემს ოჯახს, ჩემს მომავალს ვახმარ. იმიტომ, რომ არ თქვან, აი, ნახეთ ეს გოგო როგორ დაბეჩავდა, ქმარ-შვილი დაეღუპა და ოჯახის კისერზეაო.

არ მინდა ვინმემ ცოდვით და შეცოდებით შემომხედოს. სანამ შემეძლება დიახ, ვიმუშავებ თუნდაც დამლაგებლად, თუნდაც მოხუცის მომვლელად, მის დასაბანად და მის გასაწმენდად, ეს არ მეთაკილება. 

დიახ, მე 20  წლის გავხდი ემიგრანტი, ქვრივი, შვილმკვდარი, განადგურებული ვიძახდი  რად მინდა ცხოვრება, ის რაც და ვინც მიყვარს დავკარგე, მეც უნდა მოვკვდე-თქო! თუმცა, შევხედე ჩემს დედიკოს, მამიკოს თვალებში და მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ღირდა ცხოვრება და უნდა გამეგრძელებინა, მე ოჯახის კისერზე დაკიდებას, მათთვის ტვირთად დაჯდომას, გულგაგლეჯილმა ვარჩიე ემიგრანტობა, უცხო ქვეყანაში უცხო ხალხში უენოდ, ჩემი დაიკოს ამარა. უფალს და ჩემს დაიკოს მადლობა, თორემ მე მათხოვარი ვიქნებოდი, მე შესაცოდი დასაცინი ვიქნებოდი. 

მე კი ახლა ვამაყობ იმით, რაც ვარ, რასაც ვაკეთებ როგორც ვაკეთებ... არ ვიპარავ, არ ვმათხოვრობ და ჩემ მშობლების და არავის კისერზე არ ვარ...

მე არ მეთაკილება, არც მრცხვენია ვთქვა რომ კი, მე ვარ მომვლელი, მე ვარ დამლაგებელი, მე ვარ სხვა ქვეყნის ბებია-ბაბუების დამბანი, მათი საჭმლის გამკეთებელი, მაგრამ მე ამით არა მარტო ჩემ თავს, არამარტო ოჯახს, არამედ ბევრნაირ არამზადას ვარჩენ (ბიუჯეტში ფულის შეტანით)!მე არ მრცხვენია, მე არ ჩავხრი  თავს, არა, პირიქით, მე თავაწეული ვივლი!"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745259710

საზოგადოება

სახალხო დამცველი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

 საქართველოს სახალხო დამცველი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო...

ლევან იოსელიანი

1745257983

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში არსებობს - მათი ერთობლივი მიზანია დესტაბილიზაცია და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, მაგრამ ევროკავშირის რეგლამენტით ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა

 საქართველოში დესტაბილიზაციის განვითარებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა იქნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ევროკავშირის რეგლამენტით ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა, - განაცხად...

გია ვოლსკი

1745254584

საზოგადოება

თეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა

 უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას. „უმთავრე...

თეოლოგი ლევან აბაშიძე

1745254500

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე

 საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ...

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი

1745254131

ახალი ამბები

თეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე

 უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე - განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მ...

თეოლოგი გიორგი გვასალია