“ჩემს გარშემო ყველა შეშინებული იყო სამსახურის დაკარგვით, არავინ არ იღებდა ხმას თუნდაც საკუთარი უფლებების დასაცავად“ - ემიგრანტის წერილი
„ექსკლუზივიტივის“, რედაქციას იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ქალბატონი ლიზა ოთარაშვილი დაუკავშირდა. ემიგრანტი ქალბატონი „კვირის პალიტრა“-ში წარმატებული ემიგრანტის, Exclusivetv-ს გენერალური დირექტორის, ხათუნა შარაძის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა და მისი ემიგრანტობის საწყისი წლების სირთულეები გაიხსენა.
ლიზა ოთარაშვილი წერილში ხაზგასმით საუბრობს ემიგრაციაში მოქმედი მედიის როლსა და მის მნიშვნელობაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიასპორისთვის ემიგრაციაში არსებობდეს ორგანიზაცია, რომელიც მათი უფლებების, ცხოვრების, ინტეგრაციის და სხვა საჭირო საკითხების შესახებ მუდმივად ისაუბრებს და ფართო აუდიტორიამდე მიიტანს თითოეული ემიგრანტის გასაჭირს თუ მოთხოვნებს.
„ხათუნა გამარჯობათ, წავიკითხე თქვენი პოსტი რომელიც წარმატებული ემიგრანტის შესახებ მიეცით „კვირის პალიტრას“ და ძალიან მომინდა მომეწერა. მეთქვა თუ როგორ მიხარია ასეთი აქტივობა. ემიგრანტების ინტეგრაციისთვის, მათი უფლებების დასაცავად ხელმისაწვდომი ინფორმაცია გახადეთ exsclusivTV-ის საშუალებით.
ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ, მე 2012- 2016 წლებში ვცხოვრობდი Polignanoshi, მახსოვს რომ ჩამოვედი არცერთი სიტყვა არ ვიცოდი იტალიური, მალევე დავიწყე მუშაობა და ასევე ენის სწავლაც. ძალიან მალე ანემია დამემართა და დამჭირდა ექიმი, მაშინვე გავარკვიე რომ შემეძლო გამეკეთებინა „stp“ (ჯანმრთელობის დაზღვევის დროებითი ბარათი) და გავიკეთე ანალიზები, მყავდა ექიმი და ვიმკურნალე. გავარკვიე რომ ყველას ჰქონდა ეს შესაძლებლობა, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა გაეკეთებინა „stp“ და ემკურნალა. არ დამავიწყდება როგორ მიწევდა წინააღმდეგობას „Asl“-ის (ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულება, პოლიკლინიკა) ერთ-ერთი თანამშრომელი და არ გვაძლევდა ამ საბუთს ჩემი მეგობრისთვის, რომელსაც ონკოლოგიური პრობლემები ჰქონდა. უარით გვისტუმრებდა და გვეუბნებოდა რომ წავსულიყავით და გაგვეკეთებინა „პერმესო“ (ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტი). ვუხსნიდი რომ კანონი არ იყო გამოსული, რომ ჩვენც გვქონდა ამის სურვილი, მაგრამ უარით გვისტუმრებდა. შენ წარმოიდგინე მაინც მოვახერხე და გავაკეთე, ასე ვთქვათ მოვიფიქრე როგორ აგვეღო ეს „stp“. ვიცოდი რომ თუ „pronto soccorso“-თ (სასწრაფო სამედიცინო დახმარება) შეხვიდოდი, აუცილებლად მოგვცემდნენ ამ საბუთს. ამიტომ ასეთი ხრიკი მოვიფიქრეთ: ვუთხარი ჩემს მეგობარს, ახლა თავი მოიავადმყოფე-მეთქი და სასწრაფოში მივიყვანე.
სასწრაფოს საბუთით იძულებული იქნა ის ქალბატონი, „Asl“-ის თანამშრომელი მოეცა ეს დოკუმენტი. როდესაც დამინახა, ისევ შენ ხარო, - გადაირია.
ძალიან გამიგრძელდა საუბარი, მაგრამ მინდოდა მომეყოლა ეს ერთი ისტორია, იყო სხვებიც მაგრამ თავს არ შეგაწყენ. მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ იმ დროს იმ პერიოდში ისე მჭირდებოდა თქვენნაირი აქტიური, ნიჭიერი ადამიანი გვერდით, ჩემს გარშემო ყველა შეშინებული იყო სამსახურის დაკარგვით, არავინ არ იღებდა ხმას თუნდაც საკუთარი უფლებების დასაცავად. იყო ინფორმაციის დეფიციტი. მხოლოდ ასე ვთქვათ დამსაქმებლების ხელში იყო უმეტესობა. პირადად მეც რომ ჩამოვედი 6 თვე ისე ვიმუშავე მზის შუქი არ მინახავს, 6 თვე სახლიდან გარეთ არ გამოვსულვარ. სანამ ჩემს უფლებებში არ გავერკვიე ასე მონურად ვიმუშავე ასე ვთქვათ. მას შემდეგ რაც ცოტა გავერკვიე მარტო ჩემთვის არა სხვებისთვისაც ვცდილობდი დახმარებას. შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და მერე ტოსკანაში ჩამოვედი. ამჟამად პრატოში ვარ.
არ ვიცი როგორ გამოვხატო ის გრძნობა, როცა მესმის რომ რამდენად მეტი ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ ემიგრანტებმა, რომ დაიცვან თავიანთი უფლებები, რომ იმუშაონ პატიოსნად, იყვნენ ინფორმირებულები. მე პროფესიით ექიმი-ეპიდემიოლიგი ვარ, 51 წლის ვარ და კიდევ მინდა ვისწავლო და მეტი გავაკეთო და წარმოიდგინეთ ახალგაზრდისთვის კიდევ რამდენად მეტი შანსია იყოს ინფორმირებული, განვითარდეს, ისწავლოს აქ ემიგრაციაში. ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, დიდი დამსახურება, რადგან უდიდეს საქმეს აკეთებთ, გამოაფხიზლეთ ემიგრაცია, აამოქმედეთ ემიგრაცია და ახლა ემიგრანტობა არ იქნება მხოლოდ ტკივილი, ნოსტალგია, ცრემლები, იქნება წინსვლა, წარმატება. ბევრი შეძლებს თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საშუალებებით წარმატებების მიღწევას. მადლობა დიდი შენ, თქვენს გუნდს, უღრმესი მადლობა ნამდვილად... ბოლოს არ შემიძლია მაინც არ გითხრა, როგორ ვნატრობდი თქვენნაირ ადამიანებს მაშინ Polignanoshi.“ - წერს ლიზა ოთარაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1794727540
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ს...
1794725695
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზია...
1794723411
ახალი ამბებიზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა „სიტყვის ფასში“ რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ მჯერა, რომ ნარკოტ...
1794723354
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული, მისი მთავარი ღირებულებაა, გარე ჩარევის გარეშე რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ხალხისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანი პოლიტიკა
საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აც...
1794722843
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი ამ...































