ემიგრაცია: “ჩამიქროლა, მერე დაამუხრუჭა და მომიტრიალდა: ქართველი ხარ? - მეძახის. - ქართველი ვარ, აბა, ვინ ვარ! - გავძახე“
ამფრად დავიარები. დღეს ვიზიტი მქონდა ექიმთან. რაც საბუთი გვაქვს (საუაბარია ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტზე), გვინდა არ გვინდა, გამოკვლევები უნდა გავიკეთოთ. ყველას საკუთარი პირადი ექიმი გვყავს. ჰოდა, გვიკვლევენ და გვიკვლევენ. - წერს ქართველი ემიგრანტი იტალიაში, ლელა ხოტივარი, რომლის წერილსაც უცვლელად გთავაზობთ.
ჰოდა, მივდივარ მორიგ გამოკვლევაზე და ის დროა, მთელი იტალია რომ ისვენებს, ანუ „პრანძოს“ (სადილი) მერე საათები, (2საათიდან 5-მდე). თითქმის ცარიელია ქუჩები. გავედი დიდ პიაცაზე. მოტიალებულია იქაურობა. კაციშვილი არაა. და უცებ ვიღაცა დავინახე. ველოსიპედით, შორიდან მოდის და ბოლო ხმაზე მღერის: ,,ჰარალოოოო, ჰარი-ჰარალოო..." ვახ. მომიახლოვდა და მე, ასეთ ფორმაში, დედაც რომ ვერ გიცნობს, მივუტრიალდი და მივუმღერე: ჰარი ჰარალი ჰარალოთქო.
ჩამიქროლა, მერე დაამუხრუჭა. მომიტრიალდა: ქართველი ხარ? მეძახის. - ქართველი ვარ, აბა, ვინ ვარ! - გავძახე მეც. - სახელი მაინც მითხარი შენი. - მეძახის. ვეუბნები. თან ხელს ვუქნევ, უფრო სწორად, ხელთათმანებს. ისიც მიქნევს. თან გავრბივარ ექიმთან. მოვიხედავ უკან, ისიც იხედება. კიდევ მოვიხედავ, ისიც... მეგონა, მოაბრუნებს და დამეწევათქო. წავიდა... წავიდა, მაგრამ, ისეთი შეგრძნება მქონდა, ჯარისკაცის მამასავით, რაღაცნაირი... „აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილო-სნაირი"... ჰოდა, ასე მივედი ექიმთან და გზაში მერე კიდე ვეძებდი იმ ველოსიპედიან თავქარიან გოგოს. - წერს ლელა ხოტივარი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას იმისთვის, რომ მთელი წელი წარმატებული და ბედნიერი გქონდეთ
📌 “იტალია სავარაუდოდ ესპანეთის მსგავსად “კოვიდ19”-თან ბრძოლის სტრატეგიას შეიცვლის” - დოდუკა ბრატულიჩი
📌 სილვიო ბერლუსკონი, 24 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს
1794764373
ახალი ამბებიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...
1794761277
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...
1794759304
მსოფლიოირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...































