"ერთ-ერთ ოჯახში სადაც ვმუშაობდი ბებომ მიბრძანა "ოროლოჯო" მომიტანეო" - "ოროლოჯოს" (საათი) ისტორია

"ჩენა" (ვახშამი)  და "ოროლოჯოს" (საათი) ისტორია

რამდენი წელია აქა ხარ? მეკითხებიან სტუმრები საღამოს ვახშამზე ბაბუს ქალიშვილის ოჯახში... მე რადგან ყველას ინტერესი და თანაგრძნობით სავსე მზერა შევნიშნე ყველანაირი კომპლექსი გრამატიკულად გაუმართავი საუბრისა გვერდზე გადავდე და ვცდილობდი აუღელვებლად მესაუბრა ჩემს ემიგრაციულ ოთხ წელზე.... შვილების თუ გყავსო მკითხეს ,გაუკვირდათ რომ გაიგეს დიდი შვილები მყავდა, აქ ხომ ძირითადად გვიან ქორწინდებიან. მერე ბაბუა მთხოვდა მეჩვენებინა ჩემი სახლის ფოტოები და ჩემზე მეტად ტრაბახობდა რომ ბევრი შევძელი ამ მცირე დროში გამეკეთებინა ჩემი ოჯახისთვის.

საბავშვო ბაღში ვმუშაობდითქო 14 წელი ვუთხარი სტუმრებს და ცრემლით ამევსო თვალები, რადგან ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ეს იარა არ მომიშუშდება მკერდში, რომ საყვარელი საქმე მივატოვე იძულებით, აქ იმდენი ნიჭიერი ადამიანია ჩამოსული სამუშაოდ! აღნიშნა ერთ ერთმა სტუმარმა _ექიმები, მასწავლებლები. დიახ დავეთანხმე მე, რადგან ძალიან ცოტა გვქონდა ანაზღაურება იძულებულნი გავხდით დაგვეტოვებინა ოჯახები.

რამდენი ოჯახი გამოიცვალე, - მეკითხება ქერა ქალბატონი, ლამაზად შეჭრილი ვარცხნილობით, - მეხუთეა ეს ოჯახი, მე პირველ ოჯახში მოხუცი იმდენად ნერვიული იყო ფეხსაცმელს მესროდა თავში, რადგან რასაც მეკითხებოდა ენის არცოდნის გამო სწორ პასუხს ვეღარ ვცემდი, - წარმოუდგენელია! აღშფოთდნენ სტუმრები.

ერთხელ ერთ ერთ ოჯახში სადაც ვმუშაობდი ბებომ მიბრძანა "ოროლოჯო" მომიტანეო, - დავიწყე მოყოლა და ყველა გაირინდა, ვყვებოდი ისე რომ გული თან ამომქონდა რადგან მახსენდებოდა ჩემი თავი რა რთული დღეები გადავიტანე, მებრალებოდა ჩემი მე...

ჰოდა რომ ვერ მივხვდი რა იყო ოროლოჯო, მინდოდა ტელეფონში ჩამეხედა რათა გადამეთარგმნა ეს სიტყვა, როგორც ყველა ახალბედა ემიგრანტს სჩვევია ხოლმე, მაგრამ კატეგორიულად ამიკრძალა გახისტებულმა ბებომ ტელეფონით მესარგებლა. ის ხმას უმატებდა, - მომიტანე ოროლოჯო, მე ვეკითხებოდი რა არის ოროლოჯო, არ ვიცი, მომიტანე დაჟინებით ითხოვდა მოხუცი, მერე ქალიშვილი შემოვიდა რომელსაც გვერდით ოთახში ესმოდა ჩემი ცრემლით გაჯერებული ხმა, მეგონა მომეხმარებოდა რაღაცაში, თუმცა იგივე დაიწყო ქალიშვილმაც, დედას მოუტანე ოროლოჯო და ორივენი მომაჩერდნენ სვავებივით, მერე დამარცვლა ქალიშვილმა: ო რო ლო ჯო, ამან უფრო გადამრია და ქართულად დავიწყე ღრიალი, - თქვენ ხომ ადამიანები არა ხართ, თქვენ ხართ მხეცები და ოთახიდან გაქცევა დავაპირე. მისმენდნენ ყველა გარინდული არ იცოდნენ რა ეთქვათ სტუმრებს, მერე მეკითხება ერთი მერე რა მოხდა? მე მკლავში მომკიდა ხელი ბებოს ქალიშვილმა, - ვაგრძელებ მოყოლას, უკვე სევდიანი ღიმილი მაქვს სახეზე და საათი მომიტანა ეს არის ოროლოჯოოო ....

ეს რა კრეტინატააა ჩაილაპარაკა მარიომ. რომელიც ბაბუას გვერდით იჯდა, სამწუხაროა რომ არსებობენ. მსგავსი ადამიანები.... ეჰ რა იცოდნენ კიდევ რამდენი რამე მქონდა ნანახი ამ ოთხი წლის განმავლობაში. არაუშავს, საქართველოშიც ცხოვრობენ მსგავსი ადამიანები, უბრალოდ რთულია ენის არ მცოდნე ადამიანებმა გადავიტანოთ ამდენი რამ, არიან ჩემი მეგობრები რომელთაც ნორმალურად არც ბანაობის უფლებას არ აძლევენ და არც ჭამის, ჩვენ ამას ვუძლებთ მანამ სანამ გავძლიერდებით, ენას ვისწავლით, უფლებებს და მოვალეობებში გავერკვევით, მაგრამ ერთს გეტყვით მე ისევ იმ ტკივილს ვერ გავუძლებ, მირჩევნია საქართველოში დავბრუნდე, ყოველი ახალი ოჯახის ძებნა ჩემი ყველაზე დიდი განსაცდელია ...

ქართველები კარგები ხართ, - მითხრა ჩემს გვერდით მჯდომმა ასაკოვანმა ქალბატონმა. მადლობა გადავუხადე და გადავწყვიტე მეტი არ მესაუბრა ჩემს ტკივილიან წლებზე, მე აქ არც სამოსის ყიდვით ვიწონებ თავს ჯამაგირს სულ საქართველოში ვგზავნი რომ მალე დავბრუნეეთქო ვამბობ და არ ვიცი სწორი ვთქვი სწორად ვიქცევი კი საერთოდ თუ არა მსგავსი მოქმედებით...

ვისაუბრეთ პუტინზე სტალინზე, შევარდნაძეზე, პოლიტიკაზე, საშინელ ომზე ვისაუბრეთ ჩვენს გაუმართავ ეკონომიკაზე, ბოლოს ქართულ კერძებზე და ვგრძნობდი რომ ეს ერი მარტო ჩვენი მონური სამსახურით არ იყო დაინტერესებული, უნდოდათ ძალიან ბევრი სცოდნოდათ ჩვენს ირგვლივ. მათ სტკიოდათ ჩემი განცდები და უხაროდათ ჩემი ღიმილი, დიახ ჩემო ემიგრანტებო არიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები ჩვენ უნდა ვეცადოთ თუ რთულ პირობებში მოგვიწია მუშაობდა მალე დავტოვოთ ის ადგილი რადგან ჩვენ ჯანმრთელი უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს შვილებს....

მაინც როგორ ითქმის ქართულად ოროლოჯო მეკითხება ბოლოს ერთ ერთი სტუმარი, - საათი ვამბობ ქართულად, მას მწარედ ეღიმება როგორ უნდა მიხვედრილიყო ნეტა საათი და ოროლოჯო საერთოდ რა თანხვედრაშიაო ... ეჰ ჩემო იტალიელო მეგობარო განა რაა თანხვედრაში, რომელი სიტყვა თუმცა ჩვენ ყველაფერს ცრემლითა თუ დიდი ტკივილის მიღმა ვითვისებთ და ვსწავლობთ რომ შევძლოთ მუშაობა ....

თეონა ჭანტურია

იტალია/ბარი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794673487

სპორტი

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...

საქართველოს ნაკრების

1794671457

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...

გიორგი სოსიაშვილი

1794670023

ახალი ამბები

ალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...

აკაკი ალადაშვილი

1794667339

ახალი ამბები

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის...

საახალწლო ილუმინაციები

1794664892

ახალი ამბები

15 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში, კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩების მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ას...

მოძრაობა აიკრძალა