„ეს ჩემი შეძახილია ემიგრანტ ქალბატონებს: არ დავნებდეთ“

დუეტ „ლალიმბერტი“-ს ქართველი შემსრულებელი, იტალიაში მცხოვრები ლალი ბურდული, ემიგრანტ ქალბატონებში მოტივაციისა და სტიმულის ამაღლების მიზნით საკუთარ ისტორიაზე საუბრობს. ლალი ბურდული ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებს მიღებულ გამოცდილებას უზიარებს. 

„არ არის თავის საქებად ეს პოსტი დადებული… 2 წლის წინანდელი ამბავია… ეს ჩემი შეძახილია ემიგრანტ ქალბატონებს: არ დავნებდეთ და ვისწავლოთ!

რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ…

გუშინ გამახარა ერთი ემიგრანტი ქალბატონის გულის წადილმა - არ ნებდებოდა, სწავლობს, შრომობს, ვითარდება… უკვე ბებიაა… და მაინც…

------------------------------------------------------------------------------------------

ბავშვობიდან სწავლის მნიშვნელობას მიხსნიდნენ, მიმეორებდნენ და მასწავლიდნენ ოჯახში - ჰო, და გამოუვიდათ: მუდმივად ვსწავლობ…

33 წელი არსად მიმუშავია - ინვალიდ შვილს მივუძღვენი ჩემი ყველა რესურსი…

არც არსად მომიწევს მუშაობა…. საკუთარი ოჯახის გარდა… მაგრამ მაინც ვსწავლობ….

ეს კურსი კარანტინის დროს 2020 წელს ჩემს ორივე ვაჟთან ერთად ბრწყინვალე ლექტორის და უზადო ხელმძღვანელის (ადამიანობაზე რომ არაფერი ვთქვათ) დახმარებით გავიარეთ…

დღეს ჩვენ სამივე “ერთ ენაზე” ვსაუბრობთ - საერთო საქმიან ენაზე, და ჩემი ბიჭებისთვის მათი დიასახლისი დედა სერიოზულ სათანამშრომლო რესურსს წარმოადგენს…

….

პაპას ძალიან გაუხარდა, როდესაც გოგო შვილიშვილი დავებადე… არა და ბურდული იყო… ბიჭი უნდა გახარებოდა, მაგრამ სულ იმეორებდა: კიდევ კარგი, გოგო ხარო.

ქალის ფასი რა არის?

ერთმა მთიულმა ქალბატონმა დღეს დაწერა, რომ დედების ბრალიაო ცუდად გაზრდილი ვაჟიო… 

ასეა?“ - წერს ლალი ბურდული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747059274

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყნისგან ითხოვდნენ ევროკავშირიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შეიძლება იყოს დამღუპველი და დამანგრეველი საქართველოსთვის

ფაქტია, რომ მსოფლიო პოლიტიკური დღევანდელობა არის შეცვლილი. თუკი ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფალნი და ევრო ბიუროკრატები ამ მოცემულობას თვალს არ გაუსწორებენ ბუნებრივია, რომ ისეთი პრო...

დავით მათიკაშვილი

1747058510

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მიმ...

შალვა პაპუაშვილი

1747057907

სპორტი

ყაზახეთის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართა, რომელშიც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ბრინჯაოს მედლებს საბ...

 საბა ინანეიშვილი

1747056857

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღაც უნდა კარნახობდეს დღის წესრიგს

არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რაღაცა რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ და ა.შ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღა...

 ლევან მაჭავარიანი

1747056761

საზოგადოება

GEO11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის მონაწილეთა საბოლოო შემადგენლობები ცნობილია

16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები (GEO11) „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პი...

GEO11