„გისურვებთ მშვიდობას და იმ მიმოფანტული ემიგრანტების დაბრუნებას, რომელთა ბეჭებზე დღეს საქართველო დგას და სუნთქავს“ - ემიგრანტი იტალიიდან
„პირობას ვდებ ემიგრაციიდან ჩამოსვლის შემდეგ კალანდას ტრადიციას ისევ აღვადგენ ჩემს ოჯახში. გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას და იმ მიმოფანტული ემიგრანტების დაბრუნებას, რომელთა ბეჭებზე დღეს საქართველო დგას და სუნთქავს,“ - ემიგრანტი, იტალიაში მყოფი თამარ გულბანი კალანდობის ტრადიციას იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ტრადიცუულ ოჯახში გავიზარდე, როგორც ყველა თქვენგანი საკალანდოდ ოჯახში ღორი იკვლებოდა, ჩემი სულმნათი მამა ახლობლებს დიდ-დიდ ხორცის ნაჭრებს ურიგებდა, ამ დღისთვის ჩვენს ოჯახში ტრადიციული სვანური - ზისხორა, გურული - კუპატი, აჭარული - ტოლმა და „ხალადეცი“ სავალდებულო კერძი იყო.
ამ ყველაფერს იმიტომ კი არ ვიხსენებ, რომ ჩემი ოჯახის კულინარიული მრავალფეროვნებით გავაკვირვო ვინმე, ეს ის ტრადიცია იყო, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვთავაზეს და ჩვენც სიამოვნებით ვიზიარებდით.
მეგობრებო, ყველას გისურვებთ ტრადიციულ ოჯახს, ჭეშმარიტ და მართალ ოჯახის წევრებს, ჯანსაღ და ბედნიერ თაობებს, ხვავით და ბარაქით სავსე ჭერს, მადლით და სიყვარულით გაჯერებულ გარემოს, კეთილის მოსურნე, ერთგულ მეგობრებს და ჭირისუფალს, ქვეყნის და სამშობლოს მოყვარულ მთავრობას, მშვიდობას და იმ მიმოფანტული ემიგრანტების დაბრუნებას, რომელთა ბეჭებზე დღეს საქართველო დგას და სუნთქავს.
უფალმა ინებოს ჩვენი შვილებიც ისევე ადიდებდნენ წარსულ წინაპრებს, როგორც ჩვენ. ნათელი და სანთელი მათ სულებს გისურვებთ ყველა თქვენგანს გაგეგრძელებინოთ ის ტრადიცია და ადათი, რომელიც უხდება და ალამაზებს ჩვენ გენეტიკას თქვენ გაგიმარჯოთ ჩემო მოყვასო ხალხნო, კალანდობას და ძველით ახალ წელს გილოცავთ სიყვარულით. ვიცხოვროთ ტრადიციულად, ქართულად, სუფთად და სიყვარულით!
პირობას ვდებ ემიგრაციიდან ჩამოსვლის შემდეგ მე ამ ტრადიციას ისევ აღვადგენ ჩემს ოჯახში“, - წერს ემიგრანტი თამარ გულბანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
🔵 კალანდას სამზადისი გურიაში - რამდენიმე საათში ძველით ახალი წელი დადგება (ფოტო/ვიდეო)
🔵 ლოცვა ცოცხალთათვის - რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოთ
🔵 გაინტერესებთ რა ბედი დაგყვათ თქვენი დაბადების რიცხვის მიხედვით? - მიხეილ ცაგარელის განმარტება
1792679739
მსოფლიოგერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს
გერმანელმა სამართალდამცველებმა ბრანდენბურგის მიწაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიის...
1792679007
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე „ლელოს“: თქვენ ძალიან კარგად იცით, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი
„ლელო, პირდაპირ აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნიდან, რომ იგი არ ენდობა საკონსტიტუციო სასამართლოს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ...
1792678528
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი დომენტი ჩუბინიძის საქმეზე: ატარებს იმ მიზანს, რომ მოახდინოს სახელმწიფოს ინტერესების დისკრედიტაცია, დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი და შესაძლებლობა, რომ ასეთი მიზანმიმართული კამპანიების სამართლებრივი შეფასება და დევნა დაიწყოს
„დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი და შესაძლებლობა, რომ ასეთი მიზანმიმართული კამპანიების სამართლებრივი შეფასება და დევნა დაიწყოს. დანარჩენი გამოძიებისა და სასამართლოს საკითხია“, - განაცხადა რეგიონული პოლიტი...
1792677104
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: ის მტკიცებულებები, რომელიც მოყვანილია ჩვენს სარჩელში, ფაქტობრივად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ემყარება
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა სტრასბურგის სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვასთან დაკავშირებით. „ლელოს“ შუამდგომლობასთან დაკავშირებ...
1792676376
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ოპოზიციურ პარტიებზე: მათი მიზანია, რაც შეიძლება გაგრძელდეს, გაჭიანურდეს, გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი, ამიტომაც აყენებენ ისეთ შუამდგომლობებს, რომელთაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება ან საქმესთან კავშირი არ აქვს
მათი [ოპოზიციური პარტიების] მიზანია, რაც შეიძლება გაგრძელდეს, გაჭიანურდეს, გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი, ამიტომაც აყენებენ ისეთ შუამდგომლობებს, რომელთაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთ...





























