იტალიური პრესა ადასტურებს, რომ სალომე ტეტუნაშვილის იდენტიფიცირება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საშუალებით მოხდა

გუშინ, 26 იანვარს ნეაპოლში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 27 წლის სალომე ტეტუნაშვილი იპოვეს. გაჩნდა უამრავი ვერსია, თუ როგორ და რატომ დაიკარგა ქართველი გოგონა და გავრცელდა ასევე სხვადასხვაგვარი აზრი, თუ როგორ მოხდა მისი პოვნა.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ დადასტურებულ ინფორმაციას თუ როგორ მოხდა ტეტუნაშვილის პოვნა.
საინტერესოა, რას წერს იტალიური პრესა ამის შესახებ!
„ნეაპოლი, 27 წლის სალომე ტეტუნაშვილის ისტორიის კარგი დასასრული: სამი დღის წინ დაკარგული გოგონა იპოვეს" - ამ სათაურით აქვეყნებს იტალიური პრესა ქართველი გოგონას შესახებ სტატიას.
„სამი რთული დღე, რომელთა განმავლობაშიც, 22 იანვარს ნეაპოლიდან გაუჩინარებულ 27 წლის, წარმოშობით ქართველ გოგონას ეძებდნენ. ის კაზორიაში მოხუცის მომვლელად მუშაობდა. გოგონა სახლიდან გავიდა და უკვალოდ გაუჩინარდა, ოჯახმა მალევე განგაში ატეხა. გაკეთდა განცხადება პოლიციაში და გავრცელდა ინფორმაცია სოციალურ ქსელში. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და გოგონა ცოცხალი და ჯანმრთელი იპოვეს.
პოვნის შესახებ, პირველი ინფორმაცია, სატელევიზიო გადაცემა Chi l'ha visto-ს მიერ გავრცელდა, რომელიც დაკარგული ადამიანებს ეძებს. "დაკარგულ სალომეს დახმარება ნეაპოლის მუნიციპალურმა პოლიციამ გაუწია, რომელმაც გოგონას იდენტიფიცირება, სოციალურ ქსელში იტალიურ ენაზე გავრცელებული ინფორმაციის საშუალებით მოახდინა," - ჰყვება აღნიშნული გადაცემის ჟურნალისტი (იხილეთ აქ)."
ასევე, ამ ინფორმაციას ავრცელებს იტალიური მედია (წყარო),
სტატიას ვურთავთ ExcusiveTV-ის ფლორენციაში მცხოვრები ჟურნალისტის, ნინა მამუკაძისა და ნეაპოლში მცხოვრები მედიატორ, მაკა ხაჩოშვილის მიერ იტალიურ ენაზე გავრცელებული ინფორმაციის "სქრინშოტებს", რომელსაც ათასობით გაზიარება მოჰყვა და არაერთმა იტალიურმა გამოცემამ წყაროს სახით გამოიყენა და გაავრცელა.
ამავე თემაზე:
📌 ექსკლუზივი: სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალია - ხუთ დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ემიგრანტი იპოვეს
📌 საქართველოს ელჩმა და კონსულმა ნეაპოლში სალომე ტეტუნაშვილი მოინახულეს
1745254584
საზოგადოებათეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა
უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას. „უმთავრე...
1745254500
საზოგადოებაარქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე
საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ...
1745254131
ახალი ამბებითეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე
უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე - განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მ...
1745250119
მსოფლიოპუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ი...
1745247202
ახალი ამბებიქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი...