ხათუნა შარაძე: მივიღე შეთავაზება ემიგრანტის კვოტით მიმეღო მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში

"მივიღე შეთავაზება ემიგრანტის კვოტით მიმეღო მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში",- ამის შესახებ "ექსკლუზივ ტვ"-ს გენერალური დირექტორი, ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

"12 ივნისს თვითმმართველობის არჩევნებია, იტალია ახალ მერებს აირჩევს. 

რამდენიმე დღეა, ჩემი სახლის წინ  ასე პატიოსნად, გვერდიგვერდ არიან კანდიდატები ჩამწკრივებული და არავის მოსდის თავში აზრად ოპონენტის პლაკატი ჩამოხიოს.

ქალაქში არის მშვიდი სიტუაცია. კანდიდატების საარჩევნო შტაბების წინ არის მცირედი თავყრილობები, არანაირი ხმაური, ქაოსი, ჩხუბი. 

ფეისბუკმა რამდენიმე მათგანის დასპონსორებული საარჩევნო ვიდეო კლიპი მიჩვენა და რამდენიმეს წარმომადგენლიდან ვოტსაპში მცირე ინფორმაცია მომივიდა, მხარი დავუჭირო მის კანდიდატურას.

საარჩევნო კამპანია აგებულია ძალიან მშვიდ და უწყინარ თემებზე, მაგალითად როგორიც არის დაზიანებული სკამები საზოგადოებრივ სკვერებში, პარკებსა და საბავშვო ატრაქციონებზე.

გზის სავალ ნაწილებზე ცუდად ამოვსებულ ორმოებზე, ქალაქის მიმდებარედ გაუცელავ ბალახზე და დროულად არ გატანილ საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე. 

მინდა ოდესმე საქართველოშიც მხოლოდ ეს საკითხები ჰქონდეთ ოპონენტებს ერთმანეთთან გასარკვევი და ამომრჩევლის გულს, მხოლოდ ამ საკითხების გადაჭრით იგებდნენ.

პ.ს. არ გამიმართლა, თორემ საარჩევნო კამპანიაშიც მიხილავდით, მივიღე შეთავაზება ემიგრანტის კვოტით მონაწილეობა მიმეღო თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტმა შემიშალა ხელი.

მე როგორც ახალბედა ემიგრანტს ჯერ არ მაქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, ამიტომ ჩემთან ერთად, თქვენც მოითმინეთ   რა იცით, რა ხდება მომავალში და როგორ დატრიალდება ჩემი ბედის ბორბალი  მანამდე მხოლოდ პლაკატების თვალიერებით გავირთობ თავს", - წერს ხათუნა შარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"მადლობა დიასპორის წარმომადგენლებს თავდაუზოგავი შრომისათვის, რათა დახმარება გაუწიონ აქ მყოფ ოჯახის წევრებს, სამშობლოს უყვარხართ და ძალიან სჭირდებით" - ილია მეორე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714070396

ახალი ამბები

Balenciaga ყველაზე სასურველი ბრენდების ათეულში დაბრუნდა

აპრილის ბოლოს, Lyst Index-მა ტრადიციულად გამოაქვეყნა 2024 წლის პირველი კვარტალის განხილვადი და სასურველი ბრენდების ათეული. 2022 წლის შემდეგ, პირველად, “ბალენსიაგა” ათეულში დაბრუნდა და მერვე პოზიცია და...

დიზაინერი

1714068255

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მან სერბი მარიცა პერიშიჩი იპონით დაამარცხა და საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე მედალი მოუტანა. დღესვე, ოქროს მედალს დაეუფლა ვაჟა მ...

ეთერ ლიპარტელიანი - ძიუდოოისტი

1714066526

საზოგადოება

„იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე... უკვე მოიფიქრე, რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს. „გათენდა - ის.გამითენდა - ის მე...

საზოგადოება

1714065355

ახალი ამბები

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქართვ...

სოზარ სუბარი

1714065155

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება....

მარგველაშვილკ