„ოღონდ აქ ნუ მომკლავ ღმერთო, ოღონდ დავბრუნდე!“ - ემიგრანტი ჟურნალისტის წერილი

ემიგრანტი ჟურნალისტი, ლალი იმედაიშვილი, რომელიც იტალიაში იმყოფება, სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„აი ვზივარ და ვოცნებობ, სხვა რა დამრჩენია როცა შინ დავბრუნდები, რას ვიზამ ?რით დავიწყებ? ეზოში ვარდებს გავაშენებ, ნაირ-ნაირებს, სულ ფერად-ფერადებს, ჩემი ყვავილები მოუვლელობისგან მოწყენილები და თავჩაქინდრულები იქნებიან, სულ სათითაოდ გამოვაცოცხლებ

რასაც აღარ ან ვეღარ ეშველება, ახლებით შევცვლი. სული მიკაწკაწებს, ამაზე რომ ვფიქრობ  პატარა ბოსტანს გავაკეთებ სახლის უკან, ეზოს მზიან ნაწილში, ყველაფერი უნდა დავრგო და დავთესო, ჩემი ხელით უნდა მოვიყვანო ქორფა კიტრი, ვარდისფერი პამიდორი, მწვანილი, ლობიო და სიმინდი, გოგრა და ოქროცერცვა...ოჰ, მგონი ძალიან შევცურე, მაგრამ ხილისა და ბაღჩეულის ნამდვილი გემოს აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია აქ, შუაგულ ევროპაში

კიდევ რას ვიზამ? ვივლი და ვივლი, ყველასთან მივალ, ვინც მენატრება, წლობით უნახავ მეგობრებთან, კლასელებთან, ნათესავებთან, ჯგუფელებთან, ყოფილ თანამშრომლებთან, ვისი ნახვაც ოცნებად მექცა, ვისაც გაუხარდება ჩემი დანახვა და მეც გავიხარებ ამ სიხარულით

ახლა, აქედან ასე მეჩვენება, რომ ეს ერთხელ კი არ მოხდება და დასრულდება, პირობას ვუდებ თავს, რომ სულ გაგრძელდება, სანამ სიარული შემეძლება ამ დედამიწაზე ან კიდე მანქანის საჭის ტრიალი  კიდევ რას გავაკეთებ? არ მაქვს გრანდიოზული გეგმები: თბილისს დავტოვებ, სოფლად გადავალ, პატარა "მალალიტრაჟკას" ვიყიდი და ზაფხულობით ნელ-ნელა შევუდგები აღმა-დაღმა საქართველოს გზებს, პირველად მერიკოსთან წავალ, აქვეა ახლოს, ნატანებში, მე უგულომ და ვითომ მოუცლელმა წლებია რომ ვერ ვნახე...

მარტო მე კი არ ვივლი კაცო, სტუმრებსაც მიგიღებთ, ვისაც ჩემთან მოსვლა გაგიხარდებათ და გულით გამოსწევთ, ყველასთვის ღია იქნება ჩვენი სახლის კარი ! ჩემს მოწეულ ბოსტნეულს, ამ ბოსტნეულით გაკეთებულ მწნილებს და აჯიკებს, საკუთარი ხელით მოხარშულ მურაბებს მოგართმევთ 

წიგნებზე და ფილმებზე არ დავწერ, ვის აინტერესებს ახლა რას წავიკითხავ ან რას ვნახავ მომავალში?

აი ძაან, ძაან შორეულში შვილიშვილებსაც კი წარმოვიდგენ და ვეთამაშები ხოლმე წარმოსახვაში, მაგრამ მაგაზე ცალკე დავწერ, ეგ ასე ხელწამოსაკრავი ოცნება არაა და ორი სიტყვითაც არ მოიყოლება.

კიდევ შეიძლება პატარ-პატარა სიურპრიზებით გაილამაზოს კაცმა ცხოვრება, სანამ სიბერე მოვა, მაგას მომდევნო ოცნებებში დავგეგმავ, ოღონდ აქ ნუ მომკლავ ღმერთო, ოღონდ დავბრუნდე!“ - წერს ლალი იმედაიშილი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 „არა მგონია ამისგან ექიმი გამოვიდეს, ამას აწი საწერ კალამს ვერ გავაგდებინებთ ხელიდანო“ - ემიგრანტი ჟურნალისტი

📌 რა ხდება იტალიურ სკოლაში? - იქნებ, დავძლიოთ ამპარტავნება და სხვის კარგ მაგალითზე რაღაც მაინც ვისწავლოთ - ემიგრანტი ჟურნალისტი

📌 „წამოვედი ფარ-ხმალ დაყრილი და იმ მუნჯი ბიჭივით, გუშინ რომ გამეტებით ულაწუნებდნენ სახესა და ტანზე და მეც იმ ბიჭივით ვღმუოდი...“ - ემიგრანტი ჟურნალისტის ემოციური წერილი

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745259869

ახალი ამბები

ქართველმა ძალოსანმა ბაქარ თურმანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

 მოლდოვაში, ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ძალოსანმა ბაქარ თურმანიძემ(+109 კგ). ქართველმა ძალოსანმა ატაცში 183 კილოგრამი დაძლია. აკვრაში მან 219 კილოგრამი დააფიქსირა და მეოთხე პოზი...

ბაქარ თურმანიძე

1745259710

საზოგადოება

სახალხო დამცველი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

 საქართველოს სახალხო დამცველი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო...

ლევან იოსელიანი

1745257983

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში არსებობს - მათი ერთობლივი მიზანია დესტაბილიზაცია და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, მაგრამ ევროკავშირის რეგლამენტით ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა

 საქართველოში დესტაბილიზაციის განვითარებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა იქნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ევროკავშირის რეგლამენტით ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა, - განაცხად...

გია ვოლსკი

1745254584

საზოგადოება

თეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა

 უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას. „უმთავრე...

თეოლოგი ლევან აბაშიძე

1745254500

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე

 საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ...

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი