„ყველას დახმარებას ვთხოვ“ - ემიგრაციაში მყოფი, მეუღლე და შვილი დაღუპული დევნილი კაცის დაკრძალვაზე ჩამოსვლას ვერ ახერხებენ

დევნილი ზურაბ ქირიას მეუღლე და შვილი, რომლებიც წლებია ემიგრაციაში იმყოფებიან, დაკრძალვაზე ჩამოსვლას  ვერ ახერხებენ. 

როგორც ამბობენ, ტრაგედიის შემდეგ მათ დახმარებისთვის საელჩოს მიმართეს, თუმცა უარი  მიიღეს. ახლა რეაგირებას საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ, თუმცა, ამბობენ,რომ ჯერ არავინ დაკავშირებიათ. 

როგორც სანატორიუმ „ქართლში“ გარდაცვლილი დევნილის მეუღლე ჟურნალისტებთან ამბობს, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, დილით  მეუღლემ დაურეკა, რომელიც აბსოლუტურად ნორმალურ მდგომარეობაში და ადეკვატური იყო.

„არანაირი პრობლემები არ ჰქონდა, არანაირი ფსიქიკური აშლილობა, იყო ნორმალური ადამიანი. ვითხოვ და ყველას დახმარებას ვთხოვ, მინდა, რომ გავაცილოთ ღირსეულად, როგორც მას შეჰფერის. უბრალოდ, აქედან წასვლა არ არის პრობლემა, მაგრამ უკან დაბრუნება პრობლემაა იმის გამო, რომ ჩემი შვილი სწავლობს.
შეუძლებელია იქ გაჩერება, ცხოვრება, თან საბუთებიც არ მაქვს იმ მდგომარეობაში, რომ უკან დავბრუნდე. დავრეკე საელჩოში საქართველოში და მითხრეს, რომ ვერანაირ დახმარებას ვერ გამიწევენ.“ – ამბობს გარდაცვლილი დევნილის მეუღლე.

გუშინ 16 იანვარს ზღვის უბანში, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი ზურაბ ჭიჭოშვილი შენობის სახურავიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც სანატორიუმ „ქართლთან“ შეკრებილებმა განაცხადეს, მამაკაცი ასევე საქართველოს მთავრობისგან ყურადღებას და დევნილთათვის საცხოვრებელ სახლებს ითხოვდა.

"პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ ტრაგედიას.

ასევე საინტერესოა:

🔵 52 წლის დევნილმა მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა

🔵ჯანდაცვის მინისტრი: პირველადი ინფორმაციით, სანატორიუმ "ქართლში" მომხდარი არის უბედური შემთხვევა

🔵 ომბუდსმენი ყოფილ სანატორიუმ "ქართლის" შენობაში მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793515656

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...

დაკავება და ბორკილები

1793513051

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...

ამინდი ამინდი

1793479650

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ

ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...

ირაკლი კირცხალია

1793477939

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები

ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...

ლევან მახაშვილი

1793476610

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის

ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...

ირაკლი კირცხალია