ათენში ქართულ-ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრ „არმაზში“ არსებული ნიკო გომელაურის სახელობის ქართული თეატრალური დასი დაფუძნდა

2023 წლის 28 მარტს ათენში ქართულ-ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრ „არმაზში“ არსებული ნიკო გომელაურის სახელობის ქართული თეატრალური დასი დაფუძნდა.
ინფორმაციას საქართველოს საელჩო საბერძნეთში ავრცელებს.
საელჩოს ცნოვით, თეატრი მაყურებლის წინაშე წარდგა ირლანდიელი დრამატურგის, სემუელ ბეკეტის პიესით: „გოდოს მოლოდინში“.
"პროექტის ავტორი, თეატრის დამფუძნებელი და დამდგმელი რეჟისორი ათენში მოღვაწე ქართველი რეჟისორი და მსახიობი ნიკოლოზ ტყავაძეა.
პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს “დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის” საგრანტო პროგრამის თანადაფინანსებით განხორციელდა.
სპექტაკლის პრემიერას ესწრებოდნენ ათენში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, ქართველი და ბერძენი თეატრის მოყვარულები.
სპექტაკლის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დეა მუმლაძემ. მან მიულოცა საზოგადოებას ათენში ქართული თეატრის დაფუძნება და წარმატება უსურვა დასს. აქვე ყურადღება გაამახვილა ქართული კულტურის პოპულარიზაციის, აგრეთვე საზღვარგარეთ ქართული დიასპორის განვითარებისა და გაძლიერებისთვის “დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის” საგრანტო პროგრამების მნიშვნელობაზე." - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1695219147
სპორტი4 მედალი და გუნდური მესამე ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში ასპარეზობა დაასრულეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა და საქართველოს წარგზავნილებმა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, აღნიშნ...
1695153540
ჰოროსკოპირა გელოდება დღეს? - 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი ამ დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან, მაგრამ თუ ყველა საქმის ერთდროულად კეთების ჩვევას არ მოიშლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ. სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებ...
1695134402
საქართველოქართული ენა დუოლინგოზე - გავაცნოთ ქართული ენა მსოფლიოს!
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უერთდება კამპანიას „ქართული ენა დუოლინგოზე“. ქართული ენის დამატების თხოვნით დეპარტამენტმა ოფიციალური წერილითაც მიმართა აპლიკაციის მმართველ გუნდს. Duolingo მსოფლიოში უცხო...
1695132056
ბიზნესილარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 20 სექტემბერს უცხოურ ვალუტას?
19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.52 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6412 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის...
1695061570
საზოგადოებასაქართველოს ევროპული მომავალი აქვს! არ შეიძლება ჩვენი მომავალი იყოს რუსეთი! - სალომე ზურაბიშვილი
„პრეზიდენტი - ჩვენი მომავალი ევროპაა! არ შეიძლება ჩვენი მომავალი იყოს რუსეთი! საქართველო ამას არ დაუშვებს!“ - საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა. საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში...