„ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ახალი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დიალოგს, შერიგებისა და მშვიდობის მთავარი მექანიზმს"- მსოფლიო პატრიარქი ბართლომე

დღეს, 13 მარტს, კონსტანტინოპოლში მართლმადიდებლობის კვირა აღინიშნა, საღვთო ლიტურგია მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს წინამძღოლობით აღევლინა და მას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისიც ესწრებოდა.

ლიტურგიის მსვლელობისას, მსოფლიო პატრიარქმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. პატრიარქი დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს და საკითხის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით, მხარეებს შორის ახალი დიალოგის გამართვის მოწოდებით გამოდის. 

"ვუყურებთ უკრაინელი ხალხის დრამას და ამავდროულად აღფრთოვანებული ვართ, დამპყრობლის მიმართ მათი გაწეული ძლიერი წინააღმდეგობით.

ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი ომის ყველა ფრონტზე. ძალადობა და ომი არათუ არ წყვეტს კამათს, არამედ იწვევს ტკივილს, სიკვდილს და ქმნის უფრო რთულ პრობლემებს.

ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ახალი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დიალოგს, შერიგებისა და მშვიდობის მთავარი მექანიზმს.

გაეროს წესდება,  საერთაშორისო ურთიერთობებში, ცალსახად კრძალავს ძალის გამოყენებას და ავალდებულებს ორგანიზაციის ყველა წევრს, მოაგვარონ თავიანთი დავა მშვიდობიანი გზით. „ომი არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რომელიც ახლა „მშვიდობის კანონია“- განაცხადა მან სიტყვით გამოსვლისას.

ლიტურგიის დასასრულს მსოფლიო პატრიარქმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს   მადლობა გადაუხადა  უკრაინელი ხალხისადმი გაწეული დახმარებისთვის. 

ასევე საინტერესოა

🔷უკრაინაში შეჭრა და ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს

🔷 ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაჭრილები მოინახულა და დააჯილდოვა

🔷გუშინ, საბერძნეთის საზღვარი 671 უკრაინელმა ლტოლვილმა გადაკვეთა მათგან 228 ბავშვია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792833199

ახალი ამბები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

1792830142

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...

დაკავება

1792827581

ახალი ამბები

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

 გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...

პროკურატურა

1792825861

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვია...

თენგიზ შარმანაშვილი

1792823174

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძემ იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

 ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მ...

მიხეილ სარჯველაძე