რუსეთის საელჩოს მორიგი "თავდასხმა" საბერძნეთს - მარიუპოლელი ბერძნები ამბობენ, რომ "რუსები არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას"
რუსეთის საელჩო, საბერძნეთის წინააღმდეგ მორიგ თავდასხმას ახორციელებს.
ამჯერად რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, სოციალურ ქსელში რუსული მედია RIA Novosti-ის ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც მარიუპოლის სოფელ სარტანას სკოლის სარდაფში დამალული უკრაინაში მცხოვრები ბერძნები ამტკიცებენ, რომ რუსი ჯარისკაცები არ არიან ისინი ვინც ესვრიან და კლავენ მათ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ბერძენი ემიგრანტები, რომლებიც ბერძნულად არ საუბრობენ, როგორც ჩანს, რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის პოზიციებს უჭერენ მხარს.
კერძოდ, „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი მათ შემდეგი კითხვით მიმართავს :
„დასავლური, ევროკავშირის და ბერძნული მედია ამბობენ, რომ რუსები კლავენ უკრაინელებს, ატერორებენ მსოფლიოს და ა.შ. თქვენ როგორც სარტანელმა ბერძნებმა, შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით რაიმე უთხრათ თქვენს თანამემამულეებს საბერძნეთში?"
რაზედაც მათი პასუხია, რომ რუსები არავის არ კლავენ :
"აქ არავინ არავის კლავს. რუსები არავის კლავენ. ისინი არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც კი რუსები აქ მოვიდნენ, სასწრაფოდ მოგვიტანეს დახმარება.
რუსები არ გვეკითხებიან წარმომავლობით, უკრაინელი ვართ თუ ბერძნები და რომელ ენაზე ვსაუბრობთ. უკრაინელებისგან განსხვავებით რუსები დისკრიმინაციას არ აკეთებენ.
უკრაინელები კი გვაიძულებდნენ მხოლოდ უკრაინულად გვესაუბრა, თუმცა მე ეს საერთოდ არ ვიცი" - ამბობენ რუსულ ენაზე უკრაინაში მცხოვრები ბერძენი.
შეგახსენებთ, რომ ომის პირველ დღეებში, მარიუპოლის რეგიონში, სარტანასა და ბუგასში დაბომბვის შედეგად 12 ბერძენი დაიღუპა.
მას შემდეგ კი რაც, საბერძნეთის ხელისუფლებამ ნათლად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და დაგმო რუსეთის არმიის თავდასხმა უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე მათ შორის უკრაინაში მცხოვრებ ბერძნებზე, რუსეთისა და საბერძნეთის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.
🔈 Ελληνίδα από το Σαρτανά, στην περιοχή της Μαριούπολης, μιλάει από το υπόγειο ενός σχολείου:
— Rus Embassy, Greece (@RFEmbassyGr) March 12, 2022
💬 Μην ανησυχείτε για μας. Οι Ρώσοι μας έφεραν βοήθεια.
©️ Βίντεο- RIA Novosti pic.twitter.com/j2xjXQ8UoU
7 მარტს კი რუსეთმა, საბერძნეთი რუსეთისადმი მტრულად განწყობილ ქვეყანათა სიაში შეიყვანა.
ასევე საინტერესოა
🔷"დაბომბვისგან მიღებული კანტუზიის გამო დააწვინეს" - ირაკლი ოქრუაშვილი თანამებრძოლის შესახებ
🔷საბერძნეთში, ოფიციალური პირები მოსახლეობას ურჩევენ სუპერმარკეტში "პატარა კალათებით" შევიდნენ
🔷"რუსებმა მარიუპოლში მეჩეთი დაბომბეს, რომელსაც 80-მდე ბავშვი აფარებდა თავს" - უცხოური მედია
1792835414
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს
„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...
1792833199
ახალი ამბებიეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...
1792830142
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...
1792827581
ახალი ამბებისასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...
1792825861
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვია...































