საბერძნეთში ქალმა გარდაცვლილი დედის მშობლიურ მხარეში გადასვენება ტაქსით გადაწყვიტა

წარმოუდგენელი ფაქტი დაფიქსირდა საბერძნეთში. 65 წლის ქალმა გარდაცვლილი დედის მშობლიურ მხარეში გადასვენება ტაქსით გადაწყვიტა.

LamiaReport– ის  ინფორმაციით, 65 წლის ქალმა, რომელსაც  91 წლის დედა გარდაიცვალა, დაკრძალვის ბიუროს  რამდენიმე ოფისს სთხოვა, მომსახურებაზე შეღავათიანი ფასი გაეკეთებინათ, იმისათვის, რომ  დედა დასაკრძალავად, ფოკიდადან არკადიის პრეფექტურაში გადაესვენებინა.

თუმცა , რადგან მიიჩნია, რომ დამკრძალავი ბიუროების მიერ გაკეთებული ყველა შეღავათიანი თანხა, მაინც მაღალი იყო, გადაწყვიტა გარდაცვლილი დედის სხეული ტაქსის უკანა სავარძელზე მოეთავსებინათ და ასე გადაეყვანა დანიშნულების ადგილამდე.

როგორც გაირკვა ტაქსის მძღოლი, რომელმაც ამ სიცხეში  მანქანის უკანა სავარძლით გარდაცვლილის გადასვენება ითავა, ოჯახის ახლობელი პირია.

იგივე წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველად ქალი ფიქრობდა დედის სხეული საკუთარი ავტომობილის საბარგულში მოეთავსებინა და ისე გადაესვენებინა, თუმცა შემდეგ გამოსავალი ტაქსიში იპოვა. აწ გარდაცვლილი, ზეწარში გახვეული დედა, მძღოლის უკანა სავარძელზე მოათავსა და ისე გაუშვა. თვითონ კი საკუთარი მანქანით უკან გაჰყვა. მანქანაში მას თან ახლდნენ პატარა დისშვილებიც.

აღნიშნული ფაქტის შესახებ გარკვეულმა პირებმა პოლიციას შეატყობინეს, თუმცა პოლიციის თანამშრომლებს ეჭვი შეეპარათ ამ ინფორმაციის სიზუსტეში და სანამ საკუთარი თვალით არ ნახეს, ვერ იჯერებდნენ.

როდესაც პოლიციამ,  შემოწმების მიზნით, ტაქსი  გააჩერა და მომხდარში  დარწმუნდა, მძღოლიც და გარდაცვლილის ქალიშვილიც განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრა. მიცვალებულის გვამი კი მორგში გადაასვენეს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727031188

საზოგადოება

,,უნდოდა წავეყვანე სადმე გადაცემაში, მესაუბრა ჩვენს დობაზე... “ - კესარია აბრამიძის დის პირველი კომენტარი

 კურიერი • P.S -მა კესარია აბრამიძის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით რეპორტაჟი მოამზადა, სადაც მკვლელობის დეტალებზე ტრანსგენდერი ქალის და ანა აბრამიძე საუბრობს. როგორც კესარია აბრამიძის და ჰყვება, მ...

შორენა ბეგაშვილი კესარია აბრამიძე

1727026740

საზოგადოება

დედაქალაქმა ,,ევროპული მობილობის კვირეულს“ უმასპინძლა

 „საერთო საჯარო სივრცე“ - აღნიშნული თემის ირგვლივ 16-22 სექტემბერს ევროპის 3 000-ზე მეტი ქალაქი გაერთიანდა და მათ წელს თბილისი უკვე მეოთხედ შეუერთდა. „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში, ტრადიციუ...

თბილისი

1727023907

ახალი ამბები

ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის ნომინაციაში „სარისკო კადრი“ გამარჯვებული მიშო ბიძინაშვილია

 ნომინაცია „სარისკო კადრი“ - გამარჯვებულია მიშო ბიძინაშვილი. კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალზე მიშო ბიძინაშვილი გამარჯვებულად დასახელდა. ასევე გიორგი ძოწენიძე გამარჯვებულია ნომინაციაში...

მიშო ბიძინაშვილი

1727020704

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ოთხი ნიშანი რამდენიმე დღეში სრულ გარღვევას მიაღწევს

 უახლოეს დღეებში ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანმა შეიძლება განიცადოს ნამდვილი ამაღლება და მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინოს თავიანთ საქმეებში.   ♈ვერძი ვერძისთვის დგება დრო, როცა თქვენი ინიციატივა და მონდომ...

ააა

1727017438

საზოგადოება

ოზურგეთში დაკარგული კაცი, რომელსაც თვეზე მეტია, ეძებდნენ, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

 გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცი, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში თვეზე მეტია, ეძებდნენ, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი მეზობელმა ტყეში წაბლის შეგროვების დროს იპოვა. ს...

პოლიცია