დედაქალაქმა ,,ევროპული მობილობის კვირეულს“ უმასპინძლა

 „საერთო საჯარო სივრცე“ - აღნიშნული თემის ირგვლივ 16-22 სექტემბერს ევროპის 3 000-ზე მეტი ქალაქი გაერთიანდა და მათ წელს თბილისი უკვე მეოთხედ შეუერთდა.

„მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში, ტრადიციულად, შეირჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.

მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და გამოიყო სპეციალური სივრცე ფეხით მოსიარულეთათვის/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის. გაიმართა ძველი და ახალი ავტობუსების გამოფენა. მიცკევიჩის ქუჩაზე წარმოდგენილი იყო მუნიციპალური ავტობუსების ამსახველი ფოტომასალაც.

კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო იმიტირებული ველორბოლა და ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობები გადაეცათ.

გარდა ამისა, 16 და 21 სექტემბერს ჩატარდა ღონისძიება - „საღამო მეტროში“. დაინტერესებული მოქალაქეები, ასევე, სტუმრობდნენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მეორე ავტობაზას.

„მობილობის ევროპული კვირეული“ არის კამპანია, რომელიც სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ღონისძიებების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727016272

სოციალური მედია

ფოტოები კესარია აბრამიძე დაკრძალვიდან

 მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას კესარიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ. დაკრძალვაზე მისული იყო საქართველოს პრეზიდენტი, სალო...

კესარია აბრამიძე დაკრძალეს

1727013431

საზოგადოება

საბერძნეთში, საქართველოს 30 წლის მოქალაქე პოლიციელს თავს დაესხა და ფეხზე უკბინა - ინციდენტი აეროპორტში მოხდა

 საბერძნეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც აეროპორტ „მაკედონიაში“ პოლიციელებს თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ფეხზე უკბინა. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუ...

ემიგრაცია

1727010107

სპორტი

„გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობ, რაც ჩემს თამაშებზეც აისახება“ - ბუდუ ზივზივაძე

 „კარლსრუესთან“ საშინაო მატჩის წინ „მაგდებურგის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს ინტერვიუ ჩამოართვა.  – უკვე წელიწად-ნახევარია გერმანიაში ცხოვრობთ. როგორია თქვენი შთაბეჭდი...

ბუდუ ზივზივაძე

1727005978

ჰოროსკოპი

,,ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთრებული ნიჭით და ინტელექტუალობით” - რას ჰყვება ასტროლოგი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში მორი ვიდეოს ავრცელებს, სადაც 23-29 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს.  „ამ კვირაში გვექნება ვენერასა და პლუტონს შორის დაძაბული ასპექტი, კონკრეტულად 23 რი...

ხათუნა ნოელი

1727003134

მსოფლიო

ირანში ნახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა

 აღმოსავლეთ ირანის ქალაქ ტაბასში მდებარე ნახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. პროვინციული კ...

ირანიირანი