,,დადექით სარკის წინ და დაუსვით საკუთარ თავს კითხვა თუ რის გაკეთება გსურთ ან რა არ მოგწონთ” - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

 ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ცხოვრებისეულ მომენტებზე საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს ხოლმე.

ამჯერად გიორგი ლობჯანიძე „დღეღამტოლობასა“ და შემოდგომის ბუნიობაზე წერს, სადაც რჩევებს გვიზიარებს.

 „როგორი ლამაზი დღეა! წელს შემოდგომის ბუნიობა, „დღეღამტოლობა“ 22 სექტემბერს თბილისის დროით 16:44 საათზე გვექნება!

ამ დროს დედამიწის ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები მზისგან თანაბარი მანძილითაა დაშორებული და შესაბამისად, პლანეტის ყველა წერტილში დღე და ღამე თანაბარია.

ახლა კი შეგვიძლია რომ ნამდვილი შემოდგომის დადგომა მივულოცოთ ერთმანეთს!
რეალური შემოდგომა იწყება მაშინ, როცა მზე გადაბრძანდება სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. სწორედაც რომ ამ დროს გვაქვს დღეღამტოლობა და ახალი სეზონის გახსნაც!

განსხვავებით გაზაფხულისგან, როდესაც მამაკაცური დინამიკა ირთვება, შემოდგომის ბუნიობას უფრო ქალური ენერგია ახლავს თან. თვითონ სასწორიც ხომ ვენერით ნამართი ნიშანია, რომელსაც იდეალურად ესმის ბალანსისა და კანონზომიერების თემები.

შემოდგომის დაწყება გვამცნობს მოსავლის აღების საკითხებს. ჯამში ბუნება ნელ-ნელა ემზადება ზამთრის ღრმა ძილისთვის, მანამდე კი გვმართებს გენერალური სამუშაოების ჩატარება. იქნება ეს მიწისგან ჩვენი ულუფის მიღება, უსარგებლო საგნების, ნივთების, ზოგიერთი დრომოჭმული ურთიერთობის დასრულება თუ სხვა.

პიკზე მზეს კი აქვს შესანიშნავი ტრიგონი პლუტონზე, ამიტომ ეცადეთ ცვლილებებიც შეიტანოთ თქვენს თავში. დადექით სარკის წინ და დაუსვით საკუთარ თავს კითხვა თუ რის გაკეთება გსურთ ან რა არ მოგწონთ? რას შეცვლიდით? რას დაამთავრებდით?

მადლობა უთხარით, უპირველეს ყოვლისა, ღმერთს ყველაფრისთვის, ჩაუღრმავდით სულიერად თქვენს თავს, ილოცეთ, იმუშავეთ მავნე ჩვევებზე! ეს ორკვირიანი მზე-მთვარის დაბნელების დერეფანი, ისედაც კარგია ჯამური კერხერიზაციისთვის.

დაიმუხტეთ დადებითად და გარემოშიც შეიტანეთ მეტი პოზიტივი! სახლიც კი გაწმინდეთ ზედმეტი ნარჩენებისგან!გისურვებთ ბედნიერ შემოდგომას!პატივისცემით!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1727016272

სოციალური მედია

ფოტოები კესარია აბრამიძე დაკრძალვიდან

 მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას კესარიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ. დაკრძალვაზე მისული იყო საქართველოს პრეზიდენტი, სალო...

კესარია აბრამიძე დაკრძალეს

1727013431

საზოგადოება

საბერძნეთში, საქართველოს 30 წლის მოქალაქე პოლიციელს თავს დაესხა და ფეხზე უკბინა - ინციდენტი აეროპორტში მოხდა

 საბერძნეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც აეროპორტ „მაკედონიაში“ პოლიციელებს თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ფეხზე უკბინა. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუ...

ემიგრაცია

1727010107

სპორტი

„გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობ, რაც ჩემს თამაშებზეც აისახება“ - ბუდუ ზივზივაძე

 „კარლსრუესთან“ საშინაო მატჩის წინ „მაგდებურგის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს ინტერვიუ ჩამოართვა.  – უკვე წელიწად-ნახევარია გერმანიაში ცხოვრობთ. როგორია თქვენი შთაბეჭდი...

ბუდუ ზივზივაძე

1727005978

ჰოროსკოპი

,,ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთრებული ნიჭით და ინტელექტუალობით” - რას ჰყვება ასტროლოგი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში მორი ვიდეოს ავრცელებს, სადაც 23-29 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს.  „ამ კვირაში გვექნება ვენერასა და პლუტონს შორის დაძაბული ასპექტი, კონკრეტულად 23 რი...

ხათუნა ნოელი

1727003134

მსოფლიო

ირანში ნახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა

 აღმოსავლეთ ირანის ქალაქ ტაბასში მდებარე ნახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. პროვინციული კ...

ირანიირანი