საბერძნეთში საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა
ათენსა და სალონიკში საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა.
დემონსტრაციების მონაწილეები საბერძნეთში 28 თებერვალს მომხდარ სარკინიგზო ავარიაზე პასუხისმგებლობას საბერძნეთის რკინიგზის ხელმძღვანელობას და ხელისუფლებას აკისრებენ.
ათენში გამართულ მიტინგში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. მომიტინგეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და საკანონმდებლო ორგანოს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.
ქალაქ სალონიკში ახალგაზრდებმა პოლიციელებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. არეულობის შედეგად დაზიანდა მანქანები და მაღაზიები.
მანამდე საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილე საბერძნეთის რკინიგზის ოფისთან მივიდა. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით – „კრიმინალები“.
საბერძნეთში 28 თებერვალს მომხდარ სარკინიგზო ავარიას, ბოლო მონაცემებით, 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ავარია „ადამიანურმა შეცდომამ“ გამოიწვია.
ასევე დაგაინტერესებთ:
1795198071
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, ტრაგედია პირადი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ, მორალისგან დაცლილია
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, ტრაგედია გამოყენებული იყოს პირადი დღის წესრიგისთვის, რაც აბსოლუტურად მორალისგან დაცლილია, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე...
1795196078
ახალი ამბებიმანილაში საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო დიალოგი გაიმართა
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის 47-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის საგარ...
1795194951
ახალი ამბებინიკოლ ფაშინიანი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს - ამ მძიმე დროს სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. განცხადება სომხეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა. ნიკოლ ფაშინ...
1795191951
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც ადამიანების მკვლელობები და უმძიმესი ფაქტებია მითითებული, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დ...
1795189617
ახალი ამბებიბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს. ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუ...






























