12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ამ დღეს ახალი საქმის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ჯერჯერობით მზად არ ხართ სამუშაოსთვის, რომელიც შეიძლება შემოგთავაზონ. მოფიქრებისთვის დრო ითხოვეთ და რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ. ეს დღე სავსეა ოჯახური პასუხისმგებლობებით. შეეცადეთ, საქმიანი შეხვედრების განრიგს მოერგოთ.

კურო

პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა დაგეხმარებათ, რომ სამსახურში ავტორიტეტი აიმაღლოთ, მენეჯმენტთან ურთიერთობა გააძლიეროთ და ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოთ. თავი შეიკავეთ ხალხის თავშეყრის ადგილებში სიარულისგან, რადგან შეიძლება აგრესიულ ადამიანებს გადაეყაროთ ან ინფექციური დაავადება შეგეყაროთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებს.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ, თუმცა ამისათვის წარსულის შეცდომებიდან სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ - ამ დღეს ნერვიულობამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინოს. უახლოეს მომავალში შესაძლოა ძალიან საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

კირჩხიბი

ზოგჯერ საკუთარ ცხოვრებას თავად ართულებთ. ეცადეთ, პრობლემები ისე აღიქვათ, როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება. შესაძლოა, ახალი მოკავშირე იპოვოთ, რომელიც პოზიტიურ მოტივაციას მოგიტანთ. ეცადეთ, თქვენს საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესანიშნავი დღეა შოპინგისთვის. დროა მიიღოთ ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ოცნებობდით.

ლომები

შესაძლოა, პრობლემებმა საკუთარ გეგმებზე უარის თქმა გაიძულოთ. ახალი უსიამოვნებები გასული წლების შეცდომებს გაგახსენებთ. ახლა აქტიურობის დრო არ არის. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავშეკავება გამოიჩინოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. ახლად დაწყებული საქმისთვის უკეთესი იქნება, თუ ზოგიერთ გარემოებაზე თვალს დახუჭავთ. დროა, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. ისწავლეთ წარსული გამოცდილებიდან - ეცადეთ, ძველი შეცდომები გამოასწოროთ და აღარასოდეს გაიმეოროთ.

სასწორი

თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება ოჯახური ბიუჯეტი წარმატებული ინვესტიციებით და მოგებიანი გარიგებებით შეავსოთ. მარტოხელა სასწორებს რომანტიკული შეხვედრა და თავბრუდამხვევი რომანი ელით. სასიყვარულო და ოჯახურ ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა. სასურველი შედეგის მისაღებად ოჯახის წევრებზე ზეწოლას უნდა მოერიდოთ.

მორიელი

ამ დღეს უმჯობესი იქნება, თუ ნაკლებად იაქტიურებთ და დაისვენებთ. გირჩევთ, საკუთარ თავთან განმარტოვდეთ, ბუნებაში გაისეირნოთ და ძალები აღიდგინოთ. ხვალ წარმატებული დღე გელით, დღეს კი სიმშვიდე და სიმყუდროვე გჭირდებათ. სასურველია, საღამოს უფროსი ნათესავები ან დიდი ხნის უნახავი მეგობარი მოინახულოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

მშვილდოსანი

როგორც იქნა, მიიღებთ იმას, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით. ბოლო დროს ბევრს მუშაობთ და ახლა შეგიძლიათ თქვენი შრომის ნაყოფით დატკბეთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი მონდომება გავლენიანმა ადამიანმა შენიშნოს და უფრო ხელსაყრელ პოზიციაზე გადაგიყვანოთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე დღით გადადოთ. ხელსაყრელი დღეა ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის.

თხის რქა

ამ დღეს ფინანსური ოპერაციები წარმატებით განხორციელდება. შეგიძლიათ ეს შანსი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის გამოიყენოთ. ამ დღეს მიღებული ინფორმაცია სასიკეთო გავლენას მოახდენს თქვენს სამომავლო კარიერაზე. ფინანსური მდგომარეობა შეიძლება ფულადი პრემიის ან უიმედო ვალის დაბრუნების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.

მერწყული

დღევანდელი დღე არასტაბილურობის სიმბოლოა. სავარაუდოდ, შაბათ-კვირას დასვენება ვერ მოახერხეთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახა. ნეგატიური ფონის მიუხედავად, ეს დღე წარმატების შანსს გთავაზობთ. ახალი წამოწყება და საქმიანი შეხვედრა სასურველი შედეგით დასრულდება. განსაკუთრებით, მეწარმეებს და ბიზნესმენებს გაუმართლებთ.

თევზები

თევზებო, ამ დღეს სასიამოვნო ამბებს ან სასიამოვნო შეხვედრას უნდა ელოდოთ. მოერიდეთ განმარტოებას ან პირიქით, ქაოსურ ურთიერთობებს. ნუ წახვალთ მოგზაურობაში, რადგან ის დიდი ალბათობით, წარუმატებელი იქნება. უმჯობესია, რომ დღე ინდივიდუალურ შემოქმედებას, საოჯახო საქმეებს და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას დაუთმოთ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794929803

ახალი ამბები

თამარ ზოდელავა: ეს არის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად ერთობლივად

„საკუთრების უფლების დაცულობა მოქალაქეთათვის უმნიშვნელოვანესი უფლებაა. მაქსიმალურად ყველა უწყების ჩართულობით, ჩვენ ამ პროცესს დავასრულებთ და ბოლომდე მივიყვანთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგ...

თამარ ზოდელავა

1794929777

ახალი ამბები

თამარ ზოდელავა: საჯარო რეესტრმა მართლაც ძალიან კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო მასალები, რომლებიც შეიძლება, საკუთრების უფლებისთვის მნიშვნელოვანი იყოს

„საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც ძალიან დიდი, კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო საარქივო მასალა, რუკები, რომლებიც შეიძლება საკუთრებისთვის მნიშვნელოვანი იყოს. სა...

თამარ ზოდელავა

1794929206

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარ...

მარიამ ქვრივიშვილი

1794929099

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: ჩვენ ვრჩებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების სურვილისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ბურთი არის ევროკავშირის მხარეს, ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ ამ პროცესში, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს

„ყოველთვის ვამბობთ, რომ ნებისმიერ ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვართ პასუხისმგებლები. ჩვენ ვმოქმედებთ სწორად და პრაგმატულად. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, როდესაც მთელი რეგიონი ცეცხლის ალშ...

ირაკლი ჭეიშვილ

1794927446

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა იუსტიციის სახლის მშენებლობაზე: წალენჯიხელებს ეს სერვისი აუცილებლად სჭირდებოდათ, იმიტომ რომ დაახლოებით 600-ზე მეტი სერვისი იქნება, რომელიც მოემსახურება ადგილობრივებს

წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე და დეპუტატი ირაკლი ზარქუა გაეცნენ. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, იუსტიციის სახლ...

ირაკლი ზარქუა